იბრაჰიმოვიჩი: მაისურებზე წარწერები "არა რასიზმს" არაფერს ცვლის, უფრო დიდი სიმკაცრეა საჭირო

AutoSharing Option
შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ მედიასთან საუბარში კომენტარი მნიშვნელოვანი პრობლემის, რასიზმის შესახებ გააკეთა.

"მაისურების ჩაცმა წარწერით "არა რასიზმს" და იგივე ტექსტის დროშები კარგია, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს. ჯობია დააკლდეს 3 ქულა, შეწყდეს მატჩები, ისე მოხდეს ყველაფერი, რომ კლუბები გამომუშავებულ თანხებს კარგავდნენ. ასე გაჩნდება სერია B-ში დაქვეითების შანსი.

უფრო დიდი სიმკაცრეა საჭირო. ადამიანები ვერაფერს იგებენ მანამ, სანამ უხეშ რეაგირებას არ შეეჯახებიან.

როცა იტალიაში ვთამაშობდი, ტრიბუნებიდან მეძახდნენ - "ციგანო!" ესეც რასიზმია, უპატივცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს მიღმა ისინი მაქებენ და მათთან
ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვენ,"- უთხრა ზლატანმა GQ Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული