ჯოი ბარტონი ქალთა ფეხბურთზე გამოთქმული აზრების გამო გააკრიტიკეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი და "ფლიტვუდის" მთავარი მწვრთნელი ჯოი ბარტონი ქალთა ფეხბურთის საკითხს შეეხო, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

"რეალურად რომ შევხედოთ, ქალთა ფეხბურთი სხვა სპორტია - ქალთა ფეხბურთი ქალებზე უნდა იყოს ადაპტირებული, ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად. კარისა და ბურთის ზომა უნდა შეიცვალოს.

თუ გვსურს, ქალთა ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გახდეს, თვითმყოფადი პროდუქტი უნდა გახდეს. თუ ქალები კაცების ფეხბურთის ზომის მოედანზე განაგრძობენ თამაშს, იმავე ზომის ბურთით, იმავე წესებით, მაშინ ქალთა ფეხბურთი ისევ მეორეხარისხოვანი პროდუქტი იქნება, როგორიც ახლაა. ეს იმიტომ, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან,
უფრო დიდები და ქალებზე სწრაფები.

ქალთა ფეხბურთი თუ ადაპტირებული იქნება, ის გაცილებით სწრაფად გაიზრდება ტაქტიკისა და ტექნიკის კუთხით იმისაგან, რაც ახლაა", - თქვა ბარტონმა.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული