რონალდინიო: არ შემიძლია ვთქვა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, "ოქროს ბურთის" მფლობელმა ბრაზილიელმა რონალდინიომ Marca-სთან საუბრისას კომენტარი ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"მე ძალიან მახარებს მესის წარმატებები, ის ხომ ჩემი მეგობარია და თან, "ბარსელონას" წარმოადგენს. მე არ მიყვარს შედარებები, რადგან ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, თუ რომელი ფეხბურთელი იყო საუკეთესო ამ სპორტის ისტორიაში.

არიან დიეგო მარადონა, პელე, რონალდო... მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ლეო თავისი დროის საუკეთესო მოთამაშე არის", - თქვა ბრაზილიელმა, რომელმაც მესისთან ერთად "ბარსაში" 4 სეზონი გაატარა.





მკითხველის კომენტარები / 6 /
ლეომ თუ მოინდომა 7-ე ბურთსაც გამოკრავს ხელს.
3
6-ოქროს ბურთი ამტკიცებს ვინ არის საუკეთესო.
ბარსა მესი
17:59 13-12-2019
12

სიახლეები პოპულარული