"ლივერპულს" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთ-ერთი ლიდერი არ ეყოლება

AutoSharing Option
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ლივერპულს" ერთ-ერთი ლიდერის, ვირჯილ ვან დეიკის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ამის შესახებ მედიას "მერსისაიდელთა" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჰოლანდიელ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და დიდი ალბათობით, 21 დეკემბრამდე ვერ მომჯობინდება.

მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში "წითლებმა" "მონტერეის" 2:1 სძლიეს და ვან დეიკს არც აღნიშნულ მატჩში უასპარეზია.

რაც შეეხება "ლივერპულისა" და "ფლამენგოს" ფინალურ მატჩს, ის 21 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული