"პორტუს" ფეხბურთელმა მეტოქე კიკბოქსინგის ილეთით ნოკაუტში ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 დეკემბერს, პორტუგალიის თასზე გამართულ შეხვედრაში "პორტუს" თავდამსხმელმა ზე ლუიშმა "სანტა კლარას" ფეხბურთელი კიკბოქსინგის ილეთით ნოკაუტში გაუშვა.

პირველი ტაიმის შუაში ზე ლუიში მაკრატელისებური დარტყმით ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნას ცდილობდა, თუმცა მას "სანტა კლარას" ნახევარმცველმა ნენემ დაასწრო და ფორვარდმა მთელი ძალით მოქნეული ფეხი მეტოქეს მოარტყა თავში.

ზე ლუიშმა აღნიშნულ ეპიზოდში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ნენემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

შეხვედრა კი "პორტუს" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული