დანიელე დე როსიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

36 წლის დე როსიმ არგენტინულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულება ზაფხულში გააფორმა, მისი გაწყვეტა კი კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში მას ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დე როსიმ თითქმის მთელი კარიერა "რომაში" გაატარა და შესაძლოა, ამავე კლუბის სტრუქტურაში დასაქმდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდა და მაგარი კაცი. დეროსიმ თქვა ერთ ერთ ინტერვიუში თამაშის წინ გასახდელში რო ,,ლივე"-ს რთავენ სოც ქსელებშიო ესეთი ფეხბყრთელენის ბეისბოლის ბიტით ცემა მინდაო )))
ტოტტი
00:16 07-01-2020
0

სიახლეები პოპულარული