ესპანური "სევილიას" მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, კარიერის ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში გაგრძელებასთან საკმაოდ ახლოს არის.
"ლოს ანჟელეს გალაქსის" გენერალურ მენეჯერ დენის კლოზეს თქმით, კლუბს ძალიან უნდა მექსიკელის შეძენა და ანდალუზიელებთან მოლაპარაკებებს მართავენ.
ჩიჩარიტო "სევილიას" მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ვესტ ჰემიდან" შეუერთდა და ლა ლიგაში მოედანზე გატარებულ 400+ წუთში 1 გოლის გატანა მოახერხა.