სამუელ ეტო'ო: მეგონა, "ანჟი" პსჟ-სავით სუპერკლუბი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა

AutoSharing Option
"ბარსელონას", "ჩელსის", "ინტერისა" და "ანჟის" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მახაჭყალის კლუბში გამოსვლის პერიოდი გაიხსენა.

"როცა "ანჟის" შესახებ ცუდ ამბებს ვიგებ, გული ძალიან მწყდება. კლუბს ვალები აქვს, არსებობაც კი საფრთხის ქვეშაა.

როცა იქ გადავდიოდი, ამ პროექტის შემქმნელებს დიდი გეგმები ჰქონდათ - არა 1-2 წელზე გათვლილი, არამედ 10 და მეტი წლით წინ იხედებოდნენ. დიდი მნიშვნელობა საკუთარ აკადემიას ეკავა. ადგილობრივი ფეხბურთელები გამოცდილი ლეგიონერების საშუალებით უნდა გაზრდილიყვნენ.

მეგონა, რომ "ანჟი" პსჟ-ის გზას გაივლიდა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ითამაშებდა და სუპერკლუბი გახდებოდა. სამწუხაროა, რომ კერიმოვის წასვლის
შემდეგ გუნდი დაიშალა. დაღესტნისთვის ხომ "ანჟი" ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა კამერუნელმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია! და კავკასიის რეგიონში არავინ არავიზე მაღლა არ დგას ნიჭით ფეხბურთში! დაღესტანში უფრო ჭიდაობას და UFC არის პოპულარული!
რომანი
03 თებერვალი 2020 15:19
0
ცოტა ისტორიაც რომ გცოდნოდა მიხვდებოდი რომ დაღესტანისთვის და ლეკებისთვის ბურთი იგივეა რაც კვახი :)))
gio
03 თებერვალი 2020 12:07
2
ტიპი მოსკოვში ცხოვრობდა ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე ჩარტერით ჩაყავდათ მახაჭკალაში წელიწადში 20 მილიონს უხდიდნენ და ისტორიის კითხვას დაიწყებდა, კვახი გონებოდათ კი არა სულ რომ კვახით ეთამაშათ ფეხბურთი მაინც წავიდოდა
912
03 თებერვალი 2020 17:08
0
ხო აბა წელიწადში 25 მილიონისთვის ხო არ გადახვიდოდი? ეგ რა ფულია
ემრე
03 თებერვალი 2020 11:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული