"ბარსელონას", "ჩელსის", "ინტერისა" და "ანჟის" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მახაჭყალის კლუბში გამოსვლის პერიოდი გაიხსენა.
"როცა "ანჟის" შესახებ ცუდ ამბებს ვიგებ, გული ძალიან მწყდება. კლუბს ვალები აქვს, არსებობაც კი საფრთხის ქვეშაა.
როცა იქ გადავდიოდი, ამ პროექტის შემქმნელებს დიდი გეგმები ჰქონდათ - არა 1-2 წელზე გათვლილი, არამედ 10 და მეტი წლით წინ იხედებოდნენ. დიდი მნიშვნელობა საკუთარ აკადემიას ეკავა. ადგილობრივი ფეხბურთელები გამოცდილი ლეგიონერების საშუალებით უნდა გაზრდილიყვნენ.
მეგონა, რომ "ანჟი" პსჟ-ის გზას გაივლიდა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ითამაშებდა და სუპერკლუბი გახდებოდა. სამწუხაროა, რომ კერიმოვის წასვლის
შემდეგ გუნდი დაიშალა. დაღესტნისთვის ხომ "ანჟი" ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა კამერუნელმა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით