თურქმა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტი გააფუჭა და მწვრთნელი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 17 თებერვალს, თურქეთის სუპერლიგის შეხვედრაში "გაზიანტეპი" საკუთარ მოედანზე "რიზესპორს" დაუპირისპირდა მასპინძლეთა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტის გაფუჭება მოახერხა.

28 წლის თავდამსხმელმა მუჰამეთ დემირმა 57-ე წუთზე პირველი პენალტი ვერ გაიტანა - ძელს გაარტყა. ძალიან მალე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მასპინძელთა სასარგებლოდ მეორე 11-მეტრიანი დანიშნა. მწვრთნელის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დემირმა პენალტის დასრულების უფლება თანაგუნდელს, რუმინელ მაქსიმს არ მისცა, დაარტყა და საერთოდ ააცილა კარს.

გაცეცხლებული მწვრთნელი მარიუშ შუმუდიცა მაშინვე გასახდელისკენ გაიქცა, თუმცა მალევე მობრუნდა უკან და 66-ე წუთზე დემირი მოედნიდან გამოიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული