რუსი მეკარე: კარგი აგენტები ევროპაში მოწყობაში გეხმარებიან, რუსეთში კი მხოლოდ ფულს "ჭრიან"

AutoSharing Option
რუსული "უფას" მეკარემ, ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელმა ალეკსანდრ ბელიონოვმა რუსულ გამოცემა championat-თან სხვადახვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"მესიც რომ იყო, რუსულ ტოპ-კლუბში ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირის გარეშე ვერ მოხვდები. იქ თავიანთი კოალიცია აქვთ. იყო ხალხი, ვისაც ჩემი საშუალებით ფულის შოვნა უნდოდა.

კლუბი პირდაპირ ჩემზე რომ გამოვიდეს, მოლაპარაკებებამდე საქმე არ მივა, რადგან ჩემი აგენტი მათი კაცი არაა. გგონიათ მილერისა და გინერის ტელეფონის ნომერს ადვილად გაიგებ? რა თქმა უნდა, ვერა. ერთი აგენტი კულტურულად მოვიშორე, ამასობაში მეორემ უფრო მეტი მომთხოვა. სანამ ისინი პირობებს მიყენებდნენ, კლუბმა სხვა
მეკარე აიყვანა.

ძალიან კარგია, როცა კარგი აგენტი გყავს, რომელიც შენი საშუალებით "ფულის მოჭრას" არ ცდილობს, არამედ კარიერის განვითარებაში გეხმარება. ასეთი აგენტების ხელში მყოფი ფეხბურთელები ევროპაში მიდიან სათამაშოდ, მე კი ჩემს ვერცერთ აგენტზე კარგს ვერაფერს ვიტყვი.

რაღაც ეტაპზე მეხმარებოდნენ, რადგან ჩემგან გამორჩენის შანსი ჰქონდათ. ხოლო, როცა დახმარება დამჭირდა, გვერდით არავინ აღმოჩნდა. ერთმა აგენტმა საერთოდ ჩემი ფული აიღო და გაქრა. ცნობილი კაცია, სახელსაც ვიტყვი, კარიერის დასრულების შემდეგ.

ეკრანებიდან კი ათას ტყუილს გვეუბნებიან, თითქოს ქვეყანა იფურჩქნება და აყვავების პროცესშია. საკმარისია, მოსკოვს გასცდე და ყველაფერი ნათელი ხდება. სარატოვში ამხელა სტადიონი ააშენეს და არავინ დადის. არ ჯობდა ფული საავადმყოფოში ჩაედოთ? ოპერაციისთვის ყველა ევროპაში მიდის...

საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. კონსტიტუცია ბოლო 10 წელში სამჯერ შეცვალეს და რა? დედაჩემს პენსია 800 რუბლით გაუზარდეს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ფულია? სუპერშედეგია, ქვეყანაც ვითარდება. 14 000 რუბლს იღებს დედაჩემი პენსიის სახით და ნახევარი კომუნალურებში მიდის. წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი - 66 წელი. მთელი ცხოვრება მუშაობ და ბოლოს რა გრჩება?" - აღნიშნა ბელიონოვმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
axla top klubebshi chvenebi vegar itamasheben dgevandeli mdgomareobit karshi ver artkamen da ra jobia rusetshi kai pulis chras?:))))))))))))))
!!!!!!!
15:39 24-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული