კატამ თხარა, თხარაო, ლუკაშენკო გამოთხარაო - "შახტიორის" ავსტრიელმა ფორვარდმა "ბაწკას" არასერიოზული უწოდა

AutoSharing Option
სოლიგორსკის "შახტიორის" ფორვარდმა, ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის თანაგუნდელმა, ავსტრიელმა დარკო ბოდულმა Kronen Zeitung-თან ბელარუსის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოზე ისაუბრა.

"ლიგის დაწყების შესახებ გაგებული ახალი ამბავი ჩვენთვის ძლიერი დარტყმა იყო. ეს გამაოგნებელია. ფეხბურთელები, როგორც ბელარუსის დანარჩენი მოსახლეობა, ვუყურებთ ახალ ამბებს, იმას, თუ რა ხდება ევროპაში. თუმცა ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.

რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას დიდი ბოსის როლის თამაში უყვარს. საბედნიეროდ, ხალხი მის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს. განსაკუთრებული ზომების გარეშეც, ადამიანები ქუჩებში ნაკლებად დადიან. მოხუც ხალხს საერთოდ ვერ ვხედავ".

მოგეხსენებათ, ბელარუსის
პრემიერლიგა ევროპაში ერთადერთი მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შეეშვით ლუკაშენკოს, დაანებეთ თავი. რეგ ის კაცია პუტინის მიუხედავად, რომ არ ცნო აფხაზეთი, სამმაჩაბლო და ეს ყველგან თქვა და საქმითაც დაადასტურა.

თქვენ ის ორპირა დემოკრატები მოიკითხეთ, ერთს, რომ ამბობენ და მეორე აკეთებენ
იდალგო
18:23 26-03-2020
1
ხვიჩა სად პოულობ ეგეთ "სენსაციურ" და "საინტერესო" ამბებს?
გია
18:36 26-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული