კომიდან გამოსული აიაქსელი, რომელიც დე იონგს "ბარსაში" გადასვლაში დაეხმარა და ოჯახს ახლა მისი ღიმილიც ახარებს

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნივ ფრენკი დე იონგი, მარჯვნივ აბდელჰაკ ნური


გუშინ, 26 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური კომიდან ახლახან გამოვიდა, რაც სიმართლე არ არის.

ახალგაზრდა ფეხბურთელს 2017 წლის ივლისში, "აიაქსსა" და ბრემენის "ვერდერს" შორის გამართულ შეხვედრაში გულის შეტევა დაემართა და კომაში აღმოჩნდა, 2018 წლის აგვისტოში კი კომიდან გამოვიდა, თუმცა 2019 წლამდე ის საავადმყოფოში რჩებოდა. ახლა კი 22 წლის ფეხბურთელი ოჯახთან ერთად, სახლში იმყოფება.

"ზოგჯერ არ სძინავს, ზოგჯერ კი ჭამს, თუმცა ლოგინიდან ვერ დგება. კარგ დროს ურთიერთობის სურვილს
გამოთქვამს და წამწამებს ახამხამებს. თუმცა, დიდი ხნით ამის გაკეთება არ შეუძლია. როგორც ჩანს, ეს მისთვის საუკეთესო სპორტია. თუმცა აპიმ იცის, რომ ის სახლშია.

მისთვის კარგია, რომ ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში იმყოფება, ოჯახთან ერთად. ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს ის ავად არ არის. ველაპარაკებით, ვურთიერთობთ და მასთან ერთად ვუყურებთ ფეხბურთს.

ვატყობთ, რომ ეს ძალიან მოსწონს. ის ემოციებსაც გამოხატავს, ხშირად იცინის ხოლმე. ეს კი ჩვენ ძალიან გვახარებს", - თქვა De Wereld Draait Door-თან საუბარში აბდელჰაკის ძმამ, აბდელრაჰიმ ნურიმ.

კატალონიური "ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა იმავე გამოცემასთან მის ესპანურ კლუბში ტრანსფერზე ისაუბრა და ნურის როლი გაიხსენა.

"იმ დროს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არ ვიცოდი, რომელ გუნდში გადავსულიყავი. როცა დედამისმა სიაში "ბარსელონა" ჩაწერა, აპიმ მანიშნა, რომ თანახმა იყო. მან მაშინ წარბი ასწია და ეს ძალიან ემოციური მომენტი გახლდათ", - აღნიშნა დე იონგმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული