"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

AutoSharing Option
"ტამბოვის" მეკარე გიორგი შელიამ "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

- თბილისში ორი დღის წინ ჩამოვედი, აქ მე ოჯახი მყავს.

ჩვენს სპორტულ დირექტორს დავურეკე, პლუს, სხვა ხელმძღვანელებსაც გავესაუბრე, შევაგროვე ინფორმაცია და მივხვდი, რომ, ალბათ, სეზონი აპრილში არ განახლდება.

ორი კვირა ისედაც მოსკოვში ოჯახის გარეშე ვიყავი. ასეთ ვითარებაში ახლობლებთან ერთად ყოფნა გინდა. დავრეკე და წასვლის ნებართვა ვითხოვე. ყველას ესმის, რომ ახლა ოჯახთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია.

- რა გზით ჩახვედით?
- ვლადიკავკაზიდან ავტომობილით. თვითმფრინავები უკვე აღარ დაფრინავდნენ.

საზღვარზე ავუხსენი, რომ
თბილისში ოჯახი მყავს, არასრულწლოვანი ქალიშვილი და შემიშვეს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის იქ მოხვედრა რთული იქნებოდა.

- მაგრამ თქვენ ახლა უკან გამომგზავრება გაგიჭირდებათ...
- რუსეთის მოქალაქეებისთვის თითქოს კიდევ შესაძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ, კარანტინში წაგიყვანენ.
ახლა საქართველოში იზოლაციაში ვარ. სახლში მომიწევს მარტო ყოფნა, 10 დღის განმავლობაში სიცხეს გამიზომავენ.

- კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისში როგორი სიტუაციაა?
- აქ ყველაფერი მკაცრადაა.

სხვა ქვეყნებიდან ყველა ჩასულს კარანტინში უშვებენ. თუ გარეთ გახვალ, პირველად 1 000 დოლარით დაგაჯარიმებენ, მეორე დარღვევა კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყველაფერი სერიოზულადაა.

- ბევრი დაინფიცირებულია?
- დაახლოებით 50 ადამიანი. 8 გამოჯანმრთელდა, არავინ არ გარდაცვლილა. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ - საზღვარი ჩაკეტეს და სიტუაცია კონტროლქვეშ აიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო შემოუშვი კიარადა, საქართველოს ნაკრებში უნდა თამასობდეს, პატრონი რომ გვყავდეს
ზუუ
30 მარტი 2020 12:43
4
ვახო ჯიგარო ნაციონალუტი მოძრაობის წევრის გამოსვლას გავდა შენი კომენტარი.. რაებს როშავ რა ღრუსეთი, ტიპი ქართველია და საქართველოში ჩამოვიდა შიში ხო ატ გიჭამია ამ დილით რაებს მიედმოედები
ილია ხანდახან მართალი
30 მარტი 2020 10:01
11
ეხლა მოგინდათ საქართველო ამ გაღრუსებულ ვაი ქართველებს?ოჯახი ყავს თურმე აქ .ან რატომ შემოუშვეს ღრუსეთის მოქალაქე საქართველოში!ღრუსეთის მოქალაქეა გადასახადს ღრუსეთის ბიუჯეტში იხდის რა ესაქმება აქ!ჩაცხრება ყველაფერი და გავარდება ისევ სალოკავად.ვის რა ჩემ ყ... უნდა ესეთი ხალხი საქართველოში
ვახო
30 მარტი 2020 04:26
43
მართალıა. ვეტანხმებıç რუსეტıს მოქალაქეებı წაეთრენ რუსეტშı
d
30 მარტი 2020 15:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული