"გალათასარაის" 66 წლის მწვრთნელი ფათიჰ თერიმი კორონავირუსისგან განიკურნა, - იტყობინება Liv Hospital-ი "ტვიტერით".
თერიმს ვირუსი 23 მარტს დაუდგინდა და ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ის უკვე სახლში გაწერეს და 14 დღის განმავლობაში მკურნალობას გააგრძელებს.
თურქეთში პანდემიის 9 217 შემთხვევა დაფიქსირდა, 131 ადამიანი გარდაიცვალა.