თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რექბერი კლინიკაში მოთავსების შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს და წერს, რომ რუშთუს მდგომარეობა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რადიკალურად გაუარესდა.
რექბერის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის მეუღლემ გასულ კვირაში გაავრცელა.
კარგი მეკარე იყო. ერთხელ სიკვდილს გადარჩა. ასათიანმა რომ გაუტანა 2004 წელს სასწაული გოლი ბოლო წუთებზე, შესარჩევში, თურქეთ-საქართველოს ნაკრებების თამაშზე. თავური დაურტყა მახომ და ბურთი კარში შევარდა. მეკარე კი მთელი ძალით ძელს შეასკდა თავით.
1:1 მორჩა ის ტამაში