ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს.
მას აღმკვეთი ღონისძიება გირაოს - 1.6 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ შინაპატიმრობით შეუცვალეს.
რონალდინიომ ციხეში 32 დღე გაატარა და ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში ვიდეოკამერების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი და მისი ძმა პარაგვაიში გაყალბებული დოკუმენტებით შესვლის გამო დააპატიმრეს, მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, გენერალური პროკურორის ბრძანებით, ისევ დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ექვსი თვით გაუხანგრძლივა.