უკრაინელი მეკარე: რატომ უნდა ვიმეგობრო რუსეთთან, რომელმაც ბევრი უკრაინელი მოკლა

AutoSharing Option
ვეტერანმა უკრაინელმა მეკარემ რუსტამ ხუჯამოვმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"შენ ან მე შეიძლება ქვეყანაში თავი არაკომფორტულად ვიგრძნოთ. თუ ვთვლით, რომ სსრკ აბსოლუტური მკვლელების რეჟიმი იყო, არ შეიძლება ამაზე არ ილაპარაკო.

მივდივართ რუსეთთან სამეგობროდ? რატომ უნდა ვიმეგობრო იმასთან, ვინც ბევრი უკრაინელი მოკლა? არამარტო ახლა, არამედ 1917 წლიდან 1990 წლამდე. ასეთ ხალხს სჯობია თავი დაანებო და არ შეეხო.

2014 წლის დასაწყისში დონეცკში მალისთან ერთად გავისეირნე. ჩვენს გვერდით ვიღაც ხანშიშესული ქალი ლაპარაკობდა ტელეფონზე. კითხულობდა: "შენ უყურე პუტინის გამოსვლას, სადაც თქვა, რომ არავინ არ "გადააგდებს"
დონეცკს? მე მზად ვიყავი ტელევიზორი გადამეკოცნა". ვფიქრობ, ის იქვე დარჩა.

საინტერესოა, მოეწონა თუ არა მას ყველაფერი, რაც მოხდა. არა მგონია", - ციტირებს ხუჯამოვს "ტრიბუნა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსებზე უფრო დაუნდობელი ერი არ არსებობს.
სტატუს ქუო
11:13 13-04-2020
0
რა რატომ უნდა გიყვარდეთ ისა და.. ერთმორწმუნე... უფროსი ძმები... კიდევ რა ვიცი დანარჩენი მიზეზები სხვებმა მოიფიქრონ შედრაია დუშა და რამე ეგეთები
ზორბეგი
23:08 12-04-2020
0

სიახლეები პოპულარული