
ვეტერან უკრაინელ მეკარე რუსტამ ხუჯამოვს მიაჩნია, რომ ანტისაოკუპაციო აქციებში ქართულ კლუბებს უნდა მიბაძონ.
"უკრაინელ ფეხბურთელებს რატომღაც შიშის გრძნობა აქვთ, სხვის აზრზე არიან დამოკიდებულნი, კრიტიკის ეშინიათ. ჩემთვის პარადოქსია, რომ უკრაინელებს ეშინიათ, იყვნენ უკრაინელები. მე მომხრე ვარ, ჩატარდეს აქციები, რომლებიც საქართველოში ფეხბურთის მატჩების დაწყებამდე იმართებოდა, სადაც რუსულ ოკუპაციაზე მკაფიოდ ლაპარაკობდნენ. ეს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლებზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა.
ჩემთვის სამაგალითო ზოზულიაა. ეს ადამიანი არა მარტო ლაპარაკობს, არამედ აკეთებს. ფაშისტი კი არა, პატრიოტია", - განუცხადა ხუჯამოვმა Ua.tribuna-ს.