წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
Saqartwelo!
Gio
14 აპრილი 2020 11:51
0
ეგენი როგორღა თამაშობენ გასაკვირია.
ddgfdf
14 აპრილი 2020 02:50
2
წარმატებები მინდა ვუსურვო, უდაოდ დიდი ტალანტია.
გიორგი
15 აპრილი 2020 00:47
9
რა გინდათ ამ კაცთან. დედა უკრაინელი ჰყავს. იქაა გაზრდილი. რაზე უნდა ჩამოვიდეს ამ ჩამორჩენილ ქვეყანაში. თავი დაანებეთ. თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს უკვე.
გიორგი
14 აპრილი 2020 11:19
46
სამწუხაროა, რომ ქართველების ახალი კლასტერი ყალიბდება, რომელთაც ეგრეხებათ ყოველივე ქართული და ქართველური- ესენი ახალი ციციანოვები, კალატოზოვები და ძმანნი მისნი არიან! ჩემთვის ჯიქია მკვდარია და როგორც ვატყობ ესეც(წიტაიშვილი) უწვება გვერდზე! ეტყობა, რომ თქვენი მშობლები არ ვარგოდათ კაცებად, შვილებიც არაკაცებად დაზარდეს...
rama
21 აგვისტო 2020 10:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული