"უფას" მწვრთნელი: სსრკ-ში ბევრი კარგი და ცუდი იყო, ბავშვები კი კომუნიზმში ცხოვრობდნენ

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის კლუბ "უფასა" და საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძის მწვრთნელი ვადიმ ევსეევი დღეს, 22 აპრილს, ვლადიმერ ლენინის დაბადების დღესა და საბჭოთა კავშირს "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა.

"22 აპრილი, ეს ხომ ლენინის დაბადების დღეა. ავტომატურად გამახსენდა, როცა კალენდარზე რიცხვი დავინახე. შემდეგ კი დავიყვირე: "მრგვალი თარიღი, 150 წელი".

გამოქვეყნებულ ფოტოზე სერიოზული, საბჭოთა პიონერი ვარ. შემიძლია დავიკვეხნო, რომ მასწავლებლებთან არანაირი პრობლემა არ მქონია. სკოლა კი ძალიან კარგად მახსოვს, მწვანე რვეულები, რომლების უკანა გვერდზეც სსრკ-ის ჰიმნი ეწერა. ღია ფერის მერხები. აბრეშუმის წითელი ყელსახვევი. და ყველგან
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი.

ჩემი ქალიშვილი კი სხვა ცხოვრებაში გაიზარდა, ლენინის გარეშე. საერთოდაც, დიდი ხანი არ გამხსენებია. მაშინ კი სულ ჩვენთნ იყო. ჩემს კლასელს დაფიცების ეშინოდა, რადგან ელოდა, რომ ბაბუა ლენინი გაიგონებდა, გაბრაზდებოდა. მისი ყველას გვჯეროდა.

სსრკ-ში ბევრი განსხვავებული რამ ხდებოდა, კარგი და ცუდიც. თუმცა მაშინ ბავშვები კომუნიზმში ცხოვრობდნენ.  წრეები, სექციები, სასწავლო მასალები - ყველაფერი უფასო იყო. მშობლებისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი ყოველთვის მარტივად არ იყო, თუმცა მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ წარმომიდგენია, რა პირადი თავისუფლება უნდა ჰქონდეს უმუშევარ და მშიერ ადამიანს, ვისაც სახლიც კი არა აქვს? ი. ბ. სტალინი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22:42 22-04-2020
2
ეხლაც მაგ გიმნი აქვთ, ისევ იმას ყარაულობენ მავზოლეუმში,ისევ სხვისი ტერიტორიებისკენ იწევენ და რაუნდა გაგიკვირდეს საერთოდ!!!
Luka
13:05 23-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული