"სპარტაკის" ექსთავდამსხმელმა გაიხსენა, როგორ წყვეტდა ფეხბურთელების საკითხებს თბილისში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი "დედ ჰასანი"

AutoSharing Option
"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალეკსანდრ კოზლოვმა "championat"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირველესი ავტორიტეტი, თბილისში დაბადებული "დედ ჰასანი" - იგივე ასლან უსოიანი.

- ასევე ამბობენ, რომ "იაპონჩიკს" (კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი) იცნობდი...
- პირადად არ ვიცნობდი. "დედ ჰასანს" ვიცნობდი. ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. შეხვედრა ხანმოკლე იყო. ერთი საფეხბურთო თემა მოხდა. ლაპარაკი იყო, რომ მე ცსკა-ში უნდა გადავსულიყავი და აი, ხალხი საკითხს წყვეტდა.

- შენ "სპარტაკის" შემადგენლობაში მყარად იყავი?
- არა მგონია, მაგრამ ცსკა-ს ჩემდამი ინტერესი არსებობდა. ამბობდნენ, რომ
შესაძლებლობა იყო. თუმცა იმ მომენტში "სპარტაკში" ყველაფერი მაწყობდა.

- და რა შუაში იყო "დედ ჰასანი"?
- მან აზრი მკითხა, მე თვითონ რა მინდოდა. მეტი არაფერი. უბრალოდ, რთული სიტუაცია იყო. ჩემზე ზეგავლენას ახდენდნენ. არ მინდოდა, ჩემ მაგივრად ყველაფერი სხვებს გადაეწყვიტათ.

- რა ხალხი იყო?
- უკვე არ მახსოვს. სერიოზული ხალხი იყო.

- და მთავარმა კანონიერმა ქურდმა მოგისმინა?
- დიახ, ახლა ამაში რა არის დასამალი. 1992 წელს რომელიღაც ტურნირიდან დავბრუნდით. 4 თუ 5 გოლი გავიტანე. "დედ ჰასანს" ძალიან გაუხარდა. ის ფეხბურთს თვალს ადევნებდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს. ან მისი ხალხი ადევნებდა თვალს. ეს კამათი რომ გადაწყვეტილიყო, დამიძახა და მკითხა, თავად რა მსურდა. მე ვუთხარი, რომ "სპარტაკში" თამაში მინდოდა. ამის შემდეგ ცსკა-ს და ჩემზე ზეწოლის თემა მომენტალურად დასრულდა.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა "დედ ჰასანმა"?
- კეთილი ბაბუის შთაბეჭდილება დატოვა. მადლობა მას.

- ახლა გასაგებია, რატომ დაწერა მამაევმა (რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელი, რომელიც ჩინოვნიკის ცემის გამო ციხეში იჯდა): "ყველაფრისთვის მადლობა, "დედ ჰასან"...
- საქმე რაღაც "კრიშაში" არ იყო, უბრალოდ ის ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელებს სამართლიანად ეხმარებოდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ქურდის სამართლიანად გადაწყვეტილი საქმე შევარცხვინე.რატომ უწევთ პროპაგანდას საზოგადოების ფსკერს?
status quo
16:19 28-04-2020
15
Martalia.maradonac aman gadaixvana barcelonidan napolishi
Zemo svireli
09:30 28-04-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული