კიევის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი, 32 წლის ნიკოლაი მოროზიუკი უკვე მეორე სეზონია "რიზესპორში" აგორებს ბურთს. მისი გუნდი სუპერლიგიდან გავარდნის კანდიდატია. წარმატებული თამაშით თავადაც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სამაგიეროდ, მეუღლემ მოუპოვა პოპულარობა.
ირინა მოროზიუკს უყვარს შილიფად ჩაცმა და თავისი სურათების "ინსტაგრამზე" გამოფენა. უნდა ითქვას, ფართო "აუდიტორიაც" ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობს.
კარანტინისას სხვადასხვა გამოწვევაში იღებს მონაწილეობას (ახლა მოდურად "ჩელენჯს" რომ უწოდებენ), სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად ესაუბრება და გაამხილა, რომ კორონავირუსი დაამარცხა.
მან სრულიად არასაიდუმლოდ თქვა, რომ ის ირინა აღარ არის, უფრო სწორად, ისეთი
აღარ არის, ვიდრე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებამდე იყო და ქირურგიულ ჩარევამდე გადაღებული ფოტო გამოამზეურა.