ვან დერ სარი: სხვები Ferrari-თ მოდიოდნენ, Dolce & Gabbana ეცვათ, ზიდანი კი...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე ზინედინ ზიდანმა "ბიანკონერიში" თამაშის დროს.

"ზიდანი ძალიან კონტაქტურიც არ იყო. იმ პერიოდში ინგლისურად არც ისე კარგად საუბრობდა, მხოლოდ ფრანგულად ან იტალიურად.

ის ვარჯიშებზე Fiat-ით მოდიოდა. ჩვეულებრივი ჯინსები, Levi’s-ის თეთრი მაისური და adidas-ის თეთრი ბოტასები ეცვა. ეს გამოარჩევდა ზინედინს სხვებისაგან. დანარჩენი ფეხბურთელები Ferrari-თ დადიოდნენ, Dolce & Gabbana და Versace ეცვათ.

რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა ბნელი მხარე, რის გამოც ხშირად იღებდა წითელ ბარათებს, თუმცა ბურთთან
ერთად ის ძალიან კარგი იყო. უბურთოდ ზიდანი არც ისე ელეგანტურად გამოიყურებოდა", - უთხრა ვან დერ სარმა Ziggo Sport-ს.

ნიდერლანდელი მეკარე "იუვეში" 1999-2001 წლებში თამაშობდა და იტალიიდან "ფულემს" მიაშურა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მშრომელი რა გლეხი რა მუშა.ტიპი გენიალური ფეხბურთელი იყო. ფენომენის მერე უდავოდ საუკეთესო!
ლაშა22
22:19 07-05-2020
0
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი,ყიფიანს და ზიდანს ქონდათ რაღაც საერთო ბურთის ფლობაში,ინტელექტუალური თამაშით.
zas.
14:42 07-05-2020
4

სიახლეები პოპულარული