ჩაკვეტაძის საკუთარ გუნდში ხილვა დევიდ მოიესს სურსს

AutoSharing Option
ბრიტანულმა საიტმა hammers.news-მა, რომელიც ლონდონის "ვესტ ჰემზე" ("hammers" "ვესტ ჰემის" მეტსახელია) მომუშავე ვებგვერდია, აქვეყნებს სტატიას სათაურით: "დევიდ მოიესს გიორგი ჩაკვეტაძის "ვესტ ჰემში" მოყვანა სურს".

სტატიის მიხედვით, გუნდს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს საყრდენ ზონაში, დიქლან რაისისა და ტომას სოუჩეკის სახით. პაბლო ფორნალსისა და მანუელ ლანსინის დასახმარებლად მათ უფრო მეტი კრეატიულობა უნდა გამოიჩინონ.

თუმცა აღნიშნული ფეხბურთელები საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ, "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს დღის წესრიგში კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველის დამატება აქვს.

ავტორი Yeni Asir-ს ეყრდნობა და წერს, რომ ის შემტევი ნახევარმცველი,
რომლის დამატებაც "ჰამერებს" სურთ, სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "ლონდონ სტედიუმზე" 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის მოყვანა მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება და "ვესტ ჰემისთვის" კი შესანიშნავი შენაძენი გამოვა, თუ მოიესი მოახერხებს და ნიჭიერ ქართველს აღმოსავლეთ ლონდონში ამ ზაფხულს ჩაიყვანს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჰამერები კი არა ჩაქუჩებია ვესტ ჰემის მეტსახელი. „ჰამერ“-ჩაქუჩია ინგლისურად
ჯერი
18:21 07-05-2020
1
პორტალ რაღას წვალობ ყოველდღე ახალი კლუბის დასახელებით, მიდი პირდაპირ დაწერე რაც ევროპაში საფეხბურთო კლუბებია ყველას უნდა ჩაკვეტაძეო, რად უნდა მარჩიელობა ხან ტრაპზონიო ხან რომაო ხან ვესტ ჰემიო
dinamo
20:43 07-05-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული