არდა თურანი: მეგონა, "ბარსელონაში" კი არა "ბაიერნში" გადავდიოდი

AutoSharing Option
თურქმა ნახევარმცველმა არდა თურანმა თავისი ტრანსფერის დეტალები გაამხილა.

"აგენტმა არ მითხრა, რომ "ბარსელონაში" გადავდიოდი. ამბობდა, რომ 15 დღის შემდეგ გავიგებდი... მეგონა, ეს კლუბი "ბაიერნი" იყო. წინა წელს "მანჩესტერში" ჩემი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

აგენტს ჩანთიდან დოკუმენტი ამოუვარდა და ქაღალდზე "ბარსას" ლოგო დავინახე. ამის დაჯერება არ შემეძლო.

კატალონიური გუნდის დატოვება გამიჭირდა. ვალვერდე არ მათამაშებდა, არადა მესისა და სუარესს ყველაზე მეტად მე ვეხმარებოდი", - გამოუტყდა თურანი "მარკას".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული