გადაწყდა - ქართული გუნდები ევროტურნირებზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
"ტაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უეფა 2020-21 წლების ევროტურნირების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებას განიხილავს, სიმართლე არ გამოდგა.

უეფამ უარყო ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდების შემცირების ან გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

"უეფა არასოდეს განიხილავდა ასეთ ვარიანტს. მოცემულ მომენტში სიტუაციას აკვირდება და მომავალ სეზონში  ევროტურნირების შესარჩევი ტურების მასზე პოტენციურ გავლენას.

დღევანდელ დღეს ახალი ფორმატის არავითარი ახალი ვარიანტი შემუშავებული არ არის", - აცხადებს უეფა.

ასე რომ, თუ რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა, ქართული გუნდები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

ქართული გუნდები ევროტურნირებზე იასპარეზებენ" style="height: 50px; width: 50px;" />რა ბედი ელით ქართულ კლუბებს - უეფა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებას განიხილავს
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
შეშფოთებულებმა ამოიხვნეშეს ტოპ 5 ის გუნდებმა
ზორბეგი
12 მაისი 2020 20:14
0
ყოველ წელს ვქომაგობდი და ნერვებს ვიგლიჯავდი, ბოლო წელს მხოლოდ ანგარიშებს ვამოწმებდი, იქნებ ვიგებთ, იქნებ წინ მივიწევთ.. კორონას დაბადება უფრო რეალური იყო ვიდრე რომელიმე ჩვენი გუნდის წინსვლა, ეხლა კი შესარჩევსაც აღარ გადავავლებ თვალს, აი ჯგუფებში რომ გავლენ გუნდები მაშინ შევავლებ თვალს გუნდებს, იქნებ გუნდი მოხვდეს რომელიმე, არა ბიჭო ნერვებს დავიგლიჯავ ძველებურად, რომ ინერვიულო და უქომაგო უნდა დაიმსახურონ!
ლაშა
12 მაისი 2020 14:11
5
ვინმეს აინტერესებს სად ითამაშებენ?
aleko
12 მაისი 2020 13:26
12
იასპარეზებენ თორემ გადაბუგავენ ევროპას მაქსიმუმ მეორე ეტაპი და ჰაიდა. ვინც ძლიერილიყო და ბოლო წლებში ქართული კლუბებიდან მიუღწეველს მილიაღწია და პლეიოფს უწია დაშალეთ ტორპედო, ასე ყოველ წელს შეკოწიწებული ნახევრად მოყვარული შემადგენლობის მქონე კლუბებით კი ევროტურნირების ჯგუფში არაფერი ესაქმება მათ და ასე მაქსიმუმი მესამე ეტაპზე თუ გააღწია რომელიმემ, იქ დანატაკები მესამე კალიბრის სლოვაკეთის ან მზგავსი დონის ჩემპიონატის კლუბი გამოვა და ათრევს ნახმარი პლაშივით ნებისმიერ ეხლანდელ ქართულ კლუბს, ამ დროს კი რა პროგრესზე აქვს ენა მოსაბრუნებელი ვინმეს, დიდი ბოდიში მარა გალიის ერთ ტრიბუნაზე შეყუჟული 1500 ადამიანთა დასწრების გამო რასაც მთელი ქართული სპორტ მედია დიდის ამბით აპიარებს, ეს დონის გაზრდას სრულებით არ ნიშნავს და ამით დიდ წარმატებებს არ უნდა ველოდეთ ეს ოპტიმისტის თავის მოტყუებას უფრო გავს. შედეგს ძლიერი ინვესტორი და მუნიმუმ 10 მილიონიანი წლიური ბიუჯეტი იძლევა არ უნდა ამას დი თეორიების და ალგორითმების გამოგონება პატარა ქვეყანა ვართ და პატარა რესურსები გარედან მოზიდულით უნდა აღმოვფხვრათ ეს არის სისწორე და ამ ჭაობიდან გასასვლელის გასაღები, მაგრამ ამის ასრულებას პროფესიონალი მენეჯერები სჭირდება რაც ჩვენთან სამწუხაროდ თითზე ჩამოსათვლელიც არ გვყავს უკვე მთელი 2 დეკადაა და პლიუს ფეხბურთის ცალ ფეხზე დამკიდებელთა მთელი ამალაა იმ ბიზნესმენთა თუ სხვა მსხვილი კაპიტალის ცეხავიკები რომლებსაც ფეხბურთი არ აინტერესებს ჩვენთან, იმ ოკუპანტ რუსეთის კლუბების 100 მილიონიანი ბიუჯეტები კი ოლიგარქების მიერ მაგრამ ფეხბურთის მოყვარული ოლიგარგებით ფინანსდებიან და შეადარეთ აქ ფეხბურთი უყვართო ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს 500 კაცი ესწრება და ეს თუ ვინმეს წარმატება ჰგონია კიდევ ერთხელ ჩაახედებს სარკეში ასეთ პერფექციონისტებს მათ არარსებულ ფანტაზიებში, მოახლოვებული ევროტურნირები კიდევ დიდხანს და კიდევ მომდევნო წრისთვის მოემზადება ეს ოპტიმისტი. ვაი ჩვენს პატრონს ეს დონე თუ ვინმეს დაკმაყოფილების მიზეზს პატარათი მაინც თუ აძლევს რაშიც ეხლა არის სრულიად ქართული ფეხბურთი.
Adonis
12 მაისი 2020 10:41
2
კარგია რომ ითამაშებენ.
ჩვენი კლუბები კიდევ 1-2 ქვეყანაში იმოგზაურებენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.
საერთოდ, ფეხბურთს რატომ თამაშობენ, იციან თამაში ??
წავლენ, შერცხვებიან და დაიწყება მომდევნო წლის ლოდინი- ვინ გავა ევროთასებზე და ვის იმოგზაურებს სადმე.
სამწუხაროდ სულ ესაა ჩვენი ფეხბურთი. არანაირი პროგრესი.
მკვდარია ჩვენი ფეხბურთი, რა ვერ გავიგეთ..
ზაზა
12 მაისი 2020 09:12
9
Master, უნდა ავკრძალოთ რა თქმა უნდა. ტყუილად წვალობს ყველა. დაწყებული ნიჭიერი ფეხბურთელით დამთავრებული გულშემატკივრით.
ბევრჯერ მითქვამს, და გავიმეორებ - საქართველოს ჩემპიონატში რმადენჯერ გინახავთ კარგი პასი, კარგი დრიბლინგი, კარგი საჯარიმო დარტყმა, მეკარის საოცარი მოგერიება, კარგი კომბინაცია ( თუნდაც). მე ვერაფერს ვიხსენებ განსაკუთრებულს
წლების წინ სათამაშო ბიზნესში, ტოტალიზატორში ვმუშაობდი და ვიცი, 10 თამაშიდან 9 გარიგებული იყო. გაქანებული აღებ-მიცემობაა. თამაშის განვითარებაზე და სპორტსმენზე არავინ ზრუნავს. მთავარია დროზე იშოვონ ფული.
ფედერაციაც ხომ იგივეს აკეთებს ? იქნებ ამიხსნათ რატომ იკლავენ თავს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის? - მხოლოდ ფულის საკეთებლად.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, მკვდარია ჩვენი ფეხბურთი და პერსპექტივაც არ ჩანს.
მხოლოდ ფედერაცია გვაბოლებს რომ გეგმები აქვს და ა.შ.
ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
შეკითხვაზე კი გიპასუხებთ: სტატია წავიკითხე რადგან სათაურშივე ვიცოდი რომ ბოდვებზე იყო საუბარი და კომენტარი მინდოდა დამედო.
ზაზა
12 მაისი 2020 15:31
4
აბა რა ვქნათ.ავკრძალოთ ფეხბურთის თამაში?ასეთი საუბარი დემაგოგობაა მეტი არაფერი.თუ ასე ხარ განწყობილი,საერთოდ რატომ წაიკითხე ეს სტატია?სადაც ფული არაა არც სანახაობაა იქ და მითუმეტეს ფეხბურთი.რას ელით აბა,1000 ლარი ხელფასით ლიგაზე გავიდნენ?
Master
12 მაისი 2020 11:35
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული