რა ბედი ელით ქართულ კლუბებს - უეფა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებას განიხილავს

AutoSharing Option
The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უეფა 2020-21 წლების ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარების წესის შეცვლასა და მის საერთოდ გაუქმებასაც კი განიხილავს.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანებამ უკვე გადასწია ჩემპიონთა ლიგის მომავალი ეტაპის დაწყების თარიღი 20 ოქტომბრამდე. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა შესარჩევი ეტაპის შეხვედრების თავის დროზე ჩატარება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 კლუბიდან კვალიფიკაციის გავლით მხოლოდ 6 გუნდი ხვდება ძირითად ბადეში. 24 კლუბი ავტომატურად მოიპოვებს ხოლმე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მათ ეროვნულ ჩემპიონატებში მიღწეული შედეგების მიხედვით.
2 ადგილი კი ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს ეკუთვნის.

ამ მხრივ, უეფა საკვალიფიკაციო ეტაპის შეცვლას იმ მხრივ განიხილავს, რომ შესაძლოა, დაპირისპირების ბედი არა 2 შეხვედრაში გაირკვეს, არამედ 1 მატჩში.

მეორე იდეა კი შესარჩევი ეტაპის მხოლოდ 1 რაუნდად ჩატარებას გულისხმობს. მასში მონაწილეობას 12 კლუბი მიიღებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ვერ მოხვდნენ. ხოლო ის კლუბები, რომლებიც ამ სქემის სანაცვლოდ შეჯიბრების ძირითად ბადეში მოხვედრისთვის ბრძოლის უფლებას ვერ მიიღებენ, ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

ხოლო, რაც შეეხება უეფას ევროპა ლიგას, რომლის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 გუნდიდან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით 17 კლუბი ხვდება, სიტუაცია გაცილებით რთულად არის. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას ვიდეოკონფერენციაზე მიიღებენ, რომელიც 27 მაისს გაიმართება.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის, რომელთათვისაც ევროტურნირების შესარჩევი ეტაპები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ხო ჩვენი გუნდები, მიაწყობენ ევროპელულ გუნდებს ზედიზედ:) კარგი იქნება თუ სირცხვილს აგვაცილებენ:)
გოგა
21:36 11-05-2020
3

სიახლეები პოპულარული