"ტაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უეფა 2020-21 წლების ევროტურნირების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებას განიხილავს, სიმართლე არ გამოდგა.
უეფამ უარყო ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდების შემცირების ან გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
"უეფა არასოდეს განიხილავდა ასეთ ვარიანტს. მოცემულ მომენტში სიტუაციას აკვირდება და მომავალ სეზონში ევროტურნირების შესარჩევი ტურების მასზე პოტენციურ გავლენას.
დღევანდელ დღეს ახალი ფორმატის არავითარი ახალი ვარიანტი შემუშავებული არ არის", - აცხადებს უეფა.
ასე რომ, თუ რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა, ქართული გუნდები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
დღევანდელ დღეს ახალი ფორმატის არავითარი ახალი ვარიანტი შემუშავებული არ არის", - აცხადებს უეფა.
ასე რომ, თუ რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა, ქართული გუნდები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
ქართული გუნდები ევროტურნირებზე იასპარეზებენ" style="height: 50px; width: 50px;" />რა ბედი ელით ქართულ კლუბებს - უეფა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებას განიხილავს
ჩვენი კლუბები კიდევ 1-2 ქვეყანაში იმოგზაურებენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.
საერთოდ, ფეხბურთს რატომ თამაშობენ, იციან თამაში ??
წავლენ, შერცხვებიან და დაიწყება მომდევნო წლის ლოდინი- ვინ გავა ევროთასებზე და ვის იმოგზაურებს სადმე.
სამწუხაროდ სულ ესაა ჩვენი ფეხბურთი. არანაირი პროგრესი.
მკვდარია ჩვენი ფეხბურთი, რა ვერ გავიგეთ..
ბევრჯერ მითქვამს, და გავიმეორებ - საქართველოს ჩემპიონატში რმადენჯერ გინახავთ კარგი პასი, კარგი დრიბლინგი, კარგი საჯარიმო დარტყმა, მეკარის საოცარი მოგერიება, კარგი კომბინაცია ( თუნდაც). მე ვერაფერს ვიხსენებ განსაკუთრებულს
წლების წინ სათამაშო ბიზნესში, ტოტალიზატორში ვმუშაობდი და ვიცი, 10 თამაშიდან 9 გარიგებული იყო. გაქანებული აღებ-მიცემობაა. თამაშის განვითარებაზე და სპორტსმენზე არავინ ზრუნავს. მთავარია დროზე იშოვონ ფული.
ფედერაციაც ხომ იგივეს აკეთებს ? იქნებ ამიხსნათ რატომ იკლავენ თავს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის? - მხოლოდ ფულის საკეთებლად.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, მკვდარია ჩვენი ფეხბურთი და პერსპექტივაც არ ჩანს.
მხოლოდ ფედერაცია გვაბოლებს რომ გეგმები აქვს და ა.შ.
ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
შეკითხვაზე კი გიპასუხებთ: სტატია წავიკითხე რადგან სათაურშივე ვიცოდი რომ ბოდვებზე იყო საუბარი და კომენტარი მინდოდა დამედო.