პოკერში 6 მილიონი წავაგე - სკანდალურმა დანიელმა ფეხბურთელმა თავისი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"კოპენჰაგენის" თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა გაიხსენა, როგორ წააგო პოკერში 6 მილიონი ფუნტი.

"დიდი ფული წავაგე. 19 წლიდან პროფესიონალების წინააღმდეგ ვთამაშობდი. ზუსტად რამდენი წავაგე, ვერ გეტყვით. ეს არარეალურად მოგეჩვენებათ, მაგრამ დაახლოებით 6 მილიონი ფუნტი წავაგე.

აზარტული თამაშების პრობლემა არ მქონია, უბრალოდ, ვერთობოდი. ადრე დიდ თანხებზე ხშირად ვთამაშობდი. ერთხელ ლონდონში ყველაფერი ჩემი კონტროლიდან გამოვიდა. შეიძლებოდა ჩემთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულებულიყო, თუმცა საკმაოდ კარგად დასრულდა. ამას ვერ გადავიტანდი.

იმ საღამოს შემდეგ დიდ ფულზე აღარ მითამაშია. ახლა უბრალოდ თავს ვიქცევ. თუ მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, 15
დოლარით ვიწყებთ", - განაცხადა ბენდტნერმა სატელევიზიო შოუ Bendtner and Philine-ში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ჩემპიონატის ბიუჯეტი რამდენიააა???? /აი ესთი იგროკები ზამენის ზამენები იყვნენ ჩემს ბავშობაში, ეს რო საქართველოში დაბადებულიყო ალბათ ფეხბურთზე ევლო მაქსიმუმ ორი კვირა, მაგრამ დაიბადა გამართულ , არასაომარ ქვეყანაში სადაც განვითარების შანსი ყველას აქ, ამ ბრიყვს უბრალოდ გაუმართლა და ვერც მიხვდა! მახსოვს არსენალში ვერ ხვდებოდა ძირითადში და რეჟიმსაც არღვევდა, ერთ მშვენიერ დღეს ძვირადღირებული პორშე დაამტვრია ისე რომ გადასაგდები გახდა ის მანქანა, თვითონ კიდევ გაუმართლა და უვნებელი გამოვიდა ამ სიტუაციიდან, სხვათაშორის მეორე დღეს ვენგერმა ათამაშა კიდეც და შორიდან ულამაზესი გოლიც კი გაიტანა, მაგრამ ეს იყო უბრალოდ შემთხვევაა, მის მერე უკან და უკან წავიდა მისი კარიერა, ზოგს აქ იღბალი მაგრამ ტვინი აღარ აქ საკმარისი!!!/ და მოკლედ რისი თქმა მინდა ამით, ბენტდნერს არაფერს ვერჩი , კარგად იყოს სადაც არის! აი ასეთ საშვალოზე დაბალი დონის ფეხბურთელმა რამოდენიმე წელიწადში გამოიმუშავა იმდენი , რაც ჩვენ საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგის ჩატარებისთვისაა საჭირო, მგონი ორ წელზეც გაქაჩავს ამის წაგებული 6 მილიონი ფუნტი! ჩვენი ოთხივე ლიგის გუნდის ბიუჯეტი რო გადააბა ჯამში მაინც ვერ ავა 6 მილიონ ფუნტამდე!!/ და როგორ უნდა ვაჯობოთ საკვალიფიკაციოზე ესეთ გუნდებს რომლებსაც ამხელა ფულადი რესურსი აქ? 2000 ლარიანი ფეხბურთელი რომელიც უკვე 27-28 წლისაა რანაირად აჯობებს 22-23 წლის ახალგაზრდას ვისაც 20000 აქ მინიმუმ თვეში, თან საშინელ კონკუკყრენციიის ქვეშ არიან, იცის თან თუ ვერ შეასრულებს დავალებებს დაკარგავს ამ ყველაფერს და ამიტომ არასოდეს დაგითმობენ და არსოდეს გაგატარებენ!! გამართლება შეიძლება მოხდეს 10 წელიწადში ერთხელ სადღაც, როგორც დინამოს გაუმართლა და უეფაზე გავიდა, რა სამარცხვინოებიც ვიყავით მაშინ, ამის გახსენებას არ დავიწყებ , უბრალოდ არ მინდა იმ ახალგაზრდების დათრგუნვა ვისაც ეს თამაშები არ უნახია, და იმ უსუსუსურობის და სირცხვილის განცდა რაც მაშინ განვიცადეთ!! იქაური ჟურნალისტების შეფასებები იყო ასეთი! ნუ არც პასი! არც ბრძოლა! არც ჟინი! არც ტექნიკა! არც რაიმე ტაქტიკური მონახაზი , საერთოდ რას მოდიოდით!!
Vasili
12:55 18-05-2020
0

სიახლეები პოპულარული