"როტორი" ქართული გახდებაო და თურმე მთლად ბოგანო ყოფილა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 წლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" შეიძლება კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ, თავისუფალ აგენტად მყოფმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ და მოსკოვის "სპარტაკის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ გააგრძელონ, თუმცა როგორც ირკვევა, ვოლგოგრადული კლუბი ფინანსურ კრიზისშია.

"სოვეტსკი სპორტის" ცნობით, "როტორს" პრემიერლიგაში მონაწილეობის მისაღებად 1.38 მილიარდი რუბლი სჭირდება, მაგრამ ასეთი თანხა არ გააჩნია და არაა გამორიცხული, პირველ ლიგაში დარჩენა ითხოვოს.

ეს კლუბი სახელმწიფო ავტონომიურ დაწესებულებას წარმოადგენს, რეგიონის ბიუჯეტიდან ფულს ვერ გამოუყოფენ და სპონსორიც არ გამოუჩნდა.

პრემიერლიგაში აგრეთვე მოსკოვის
ოლქის "ხიმკი" გადავიდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იქ ვერ იასპარეზებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
აფსუს, რატომ არ ვარ აგენტი, თან აზრზე მოსული, რომ ამ ბიჭებს რამე საშუალო დონის გუნდი გამოვუნახო სკანდინავიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში ან პოლონეთში და უკრაინაში მაინც. რა არის ასეთი ეს რუსეთი, სირცხვილია ბოლოსდაბოლოს როდის უნდა გავითავისოთ, რომ რუსეთზე ჩამოკიდებით შეუძლებელია პროგრესი და განვითარება ნებისმიერ სფეროში. როტორამდე დაცემა უბრალოდ შეურაცხმყოფელი მგონია თავმოყვარე ფეხბურთელისთვის.
მინო
00:30 30-05-2020
16
მანდაც რო არ ათამაშებენ ეგ არის უბედურება!!!
Z.g.
08:48 30-05-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული