"გალათასარაის" 33 წლის ურუგვაელმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ "რიზესპორთან" გასვლით მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.
თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "რიზესპორის" ჩეხ თავდამსხმელ მილან შკოდასთან მე-15 წუთზე შეჯახების შემდეგ გოლკიპერმა ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო და პირდაპირ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ფანატიკის" ცნობით, მას ტერფის ორმაგი მოტეხილობა აქვს.
შეხვედრა მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, ერთი გოლი კი შკოდამ გაიტანა.