"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს

AutoSharing Option
უცნაურად განახლდა რუსეთის პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "სოჭი" და "როსტოვი" დაუპირისპირდნენ.

"როსტოვის" ფეხბურთელები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსით ინფიცირებულები აღმოჩნდნენ. თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ეს მატჩი ნებისმიერ ფასად შემდგარიყო და არ გადადებულიყო. "როსტოვის" ადმინისტრაციას მოუწია 2001-04 წლების ფეხბურთელების პროფესიონალური კონტრაქტების გაფორმება და სპეციალურად ამ მატჩისთვის ძირითად გუნდში დაყენება.

გუნდში ყველაზე უფროსი 19 წლის, ყველაზე უმცროსი კი - 16 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი სოწრედ "როსტოველებმა" გაიტანეს. რასაც 10 უპასუხო გოლი მოჰყვა "სოჭის" მხრიდან.

მატჩმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და გავლენიანი
ჟურნალისტები ასეთ ცივსისხლიანი დამოკიდებულების გამო "სოჭის" ფეხბურთელებს აკრიტიკებენ.

"მათ ითამაშეს ბავშვების წინააღმდეგ, რომლებსაც 3 თვე ერთმანეთი არ უნახიათ, მატჩამდე ერთადერთი ვარჯიში ჩაატარეს, არ იყვნენ არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად და არც მორალურად მზად. "სოჭის" ფეხბურთელებმა კი ისარგებლეს სიტუაციით და ბავშვები გაანადგურეს." - წერენ sports-ზე.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსებისათვის დამახასიათებელია,თუ შეგაჯდნენ მერე გადაგივლიან,ველურები.
ისე ამათ ერთი ხვედელიძე,რომ ჰყოლოდათ ...
ტოტო
13:00 20-06-2020
8
ისე ჩვენში დარჩეს და არ გკიდიათ 10:1მოუგებს თუ 20:2 სოჭი როსტოვს....ეს.. წ ქ
კახა ქ.
18:02 20-06-2020
9

სიახლეები პოპულარული