ბრაზილიის ნაკრების, "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა 40 წლის რონალდინიომ, შესაძლოა, კარიერა განაახლოს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.
რონალდინიო, შეიძლება, არგენტინის კლუბის, "ხიმნასია და ესგრიმას" ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა წვრთნის. ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, რამდენადაც ბრაზილიელი პარაგვაიში შინაპატიმრობაში იმყოფება.
2016 წელს რონალდინიო ახლოს იყო "ხიმნასიაში" გადასვლასთან, თუმცა გარიგება არ შედგა.
ბრაზილიელმა კარიერა ოფიციალურად 2018 წლის 16 იანვარს დაასრულა. მისი უკანაკსნელი კლუბი ბრაზილიური "ფლუმინენსე" იყო.
შეგახსენებთ, რონალდინიო და მისი ძმა პარაგვა
ის დედაქალაქში ასუნსიონში დააპატიმრეს. ისინი ქვეყანაში ყალბი საბუთებით გადაადგილდებოდნენ.