მსოფლიოს 17 უძველესი კლუბი - ერთ-ერთში 3 ქართველი თამაშობს

AutoSharing Option
ამ სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ, თუ რომელი საფეხბურთო კლუბები არიან უძველესი მსოფლიოში და ასევე, რამდენიმე საფეხბურთო ქვეყნის ყველაზე მხცოვან გუნდებსაც გაგაცნობთ.

17. აღნიშნულ სიას ბირმინგემის "ასტონ ვილა" ხსნის ინგლისიდან. კლუბი 1874 წელს ჩამოყალიბდა და მალე 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.

16. "ლე ავრი" საფრანგეთის უძველეს კლუბად ითვლება. გუნდი 1872 წელს ჩამოყალიბდა.

15. შემდეგ კი ჩამონათვალში უძველესი შოტლანდიური კლუბი, გლაზგოს "რეინჯერსი" გახლავთ, რომელიც "ლე ავრის" თანატოლია.

14. პოზიციებს ისევ ინგლისური კლუბი ამაგრებს და მომდევნო ადგილს 1871 წელს დაბადებული "რედინგი" იკავებს.

13. არც შოტლანდიელები
თმობენ არაფერს და "რეინჯერსს" 3 წლით უფროსი ძმა "კილიმარნოკი" უსწრებს - ქვეყნად 1869 წელს მოვლენილი კლუბი.

12. "ქუინს პარკი" კი 1867 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა ის "ქუინს პარკ რეინჯერსში" არ აგერიოთ, რომელიც 15 წლის შემდეგ გაჩნდა.

11. აქ კი უკვე უძველესი სამხრეთამერიკული კლუბი - "ბუენოს აირესი" გვყავს, რომელმაც არსებობა შექმნიდან 14 წლის შემდეგ, 1881 წელს შეწყვიტა.

10. დიდებული საფეხბურთო ქალაქი შეფილდი - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი სამშობლო, სადაც მსოფლიოს უძველესი კლუბები თამაშობენ. მათ შორისაა 1867 წელს დაბადებული "შეფილდ უენსდი".

9. იმავე წელს გადაწყვიტეს "ჩესტერფილდის" ჩამოყალიბება, თუმცა ამდენხნიანი ისტორიის მანძილზე კლუბს ინგლისის უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია.

8. კოლეგებზე 1 წლით უფროსია "ნოტინგემ ფორესტი" (1865), თუმცა მათ ინგლისის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხეს და ჩემპიონთა თასიც ორჯერ აღმართეს.

7. თუ "რექსემის" (1864) მიხედვით ვიმსჯელებთ, ფეხბურთი უელსში შოტლანდიაზე ადრე დაიბადა.

6. გულწრფელად თქვით ან გაიფიქრეთ, რომ არცერთი თქვენგანი აქ "გენტის" ყოფნას არ ელოდა. გიორგი ქვილითაიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ბერიძის გუნდი 1864 წელს ჩამოყალიბდა.

5. პრემიერშიფში დაქვეითებული "სტოკ სიტი" 1863 წელს შეიქმნა.

4. "ნოთს ქაუნთის" შემქმნელებმა კი "სტოკს" 1 წლით დაასწრეს, "ასტონ ვილას" - 12-ით.

3. "ჰალამის" შესახებ, ალბათ, არცერთმა თქვენგანმა არ იცოდა, თუმცა შეფილდში ჩამოყალიბებულ ამ კლუბს 160-წლიანი ისტორია აქვს (1860).

2. "მიუნხენ 1860" გერმანიის უძველესი კლუბია. თუმცა, თუ ვინმე ამ სიაში მის ყოფნას არ ეთანხმება, ქვევით მოვახსენებ, რატომ მოხვდა ჩვენს უძველეს 17-ეულში.

1. და ისიც, ჩვენი უხუცესი, 1857 წელს დაბადებული, ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ადგილოსანი "შეფილდ იუნაიტედი".

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ადგილზე პრეტენზია ქემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდს აქვს. სწავლულები ამტკიცებენ, რომ კლუბი 1856 წელს შეიქმნა.

უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული სახის მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ 1792 წელს ინდოეთში არსებობდა საფეხბურთო კლუბი, თუმცა საზოგადოდ მაინც "შეფილდ იუნაიტედი" ითვლება ფეხბურთის მეთუზალად.

რაც შეეხებათ გერმანელებს, "მიუნხენ 1860"-ის სტრუქტურაში საფეხბურთო გუნდი კლუბის დაარსებიდან 39 წლის შემდეგ შეიქმნა. ამიტომ, პირველ ადგილზე პრეტენზია უკვე გაუქმებულ "დრეზდენსა" და "ჰამბურგს" (1887) შეიძლება ჰქონდეთ.

რაც შეგვეხება ჩვენ, უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბი "შევარდენი" გახლავთ, რომელიც 1906 წელს ჩამოყალიბდა. აი, უძველესი ბრაზილიური გუნდი კი 1910 წელს დაბადებული "კორინთიანსია".

ესპანეთში პირველი საფეხბურთო კლუბი 1889 წელს შეიქმნა და ის "რეკრეატივო" გახლავთ. იტალიაში კი პირველი გუნდი გენუელებმაც ჩამოაყალიბეს 1893 წელს - "ჯენოა". უფრო ადრე კი ნიდერლანდებში - 1879 წელს დაიბადა გუნდი, სახელად "კონინკლეიკე".

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა სისულელეებს წერთ როგორ არი შევარდენი უძველესი ქართული კლუბი როცა ფეხბურთი ფოთიდან შემოვიდა და პირველი კლუბი კოლხეთი იყო? თერჯოლა სიტი 1672 რო დავაარწო მსოფლიოს უძველესი კლუბი იქნება?
Esteban Granero
16:09 30-06-2020
5
ფოთის კოლხეთი ქრისტეს შობამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვით 1913 წელს შეიქმნა კაროჩე
გრიშა
15:54 30-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული