მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ნაკრები გუნდი, რომელთა ქვეყანაც ერთ კონტინენტზე მდებარეობს, თუმცა მეორე კონტინენტის საფეხბურთო გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. ჩვენ კი ამ სტატიაში სწორედ ასეთ 6 ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომელთაგანაც 3-ს ძალიან კარგად იცნობთ, დანარჩენი სამის შესახებ კი ნაკლები ინფორმაცია გაქვთ.
ყველაზე რთული სიტუაცია ისრაელს აქვს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა კონტინენტი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან 20 წლის განმავლობაში აზიაში თამაშობდა.
ამ კონტინენტზე ებრაელებმა აზიის თასი მოიგეს, თავიანთ პირველ და ერთადერთ მსოფლიო თასზე იასპარეზეს, კლუბებმა კი აზიის ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგეს. შემდეგ კი, არაბული ქვეყნების
ბოიკოტის გამო, 17 ქვეყნის გადაწყვეტილებით (13 წინააღმდეგი იყო, 6-მა თავი შეიკავა), ისრაელის ნაკრებს კონტინენტის დატოვება მოუწია. გასული საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში ისრაელი ევროპულ ქვეყნებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შესარჩევ ეტაპში, 1968 და 1990 წლებში კი ოკეანეთში სცადა ბედი. 1994 წელს კი საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და ქვეყანაც უეფას წევრი გახდა.
ავსტრალიას ისრაელის მსგავსი ისტორია ჰქონდა. ქვეყანამ 3-ჯერ გააკეთა განაცხადი აზიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ და 2006 წელს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. ავსტრალია ოკეანეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. ამ ორგანიზაციიდან 2-ჯერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე (1974 და 2006 წლებში), ერთა თასი 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და 1-ხელ მოიგო თასების მფლობელთა თასი.
2006 წლის 1-ელ იანვარს ავსტრალიელებს ოცნება აუხდათ, ოკეანეთი დატოვეს და აზიის ფედერაციის წევრი გახდნენ. ამან კი, ცხადია, ავსტრალიას სარგებელი მოუტანა.
ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციაში სამხრეთ ამერიკის 3 ქვეყანა გახლავთ გაწევრიანებული.
საუკეთესო მაჩვენებელი კი გაიანას აქვს - ეს 2019 წლის ოქროს თასის ჯგუფური ეტაპი იყო. სურინამი ძლიერი ქვეყანაა, 1978 წელს კარიბის თასიც მოიგო და 2-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე ("ტრანსვაალი"). კიდევ ერთი სურინამული კლუბი "რობინჰუდი" 5-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ოქროს მედლები 5-ვეჯერ ღარიბებს დაუთმო... ფრანგული გაიანას ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი 2017 გახლდათ, როცა პირველად მოახერხეს ოქროს თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და კარიბის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მაგალითად, თურქეთი და რუსეთი ტრანსკონტინენტური სახელმწიფოები არიან, გეოგრაფიულად მათი ტერიტორია 2 კონტინენტზეა განაწილებული (იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც) და ამ ქვეყნებს აქვთ უფლება, იმ კონტინენტზე ითამაშონ, რომელსაც აირჩევენ. ყველა ასეთმა სახელმწიფომ ევროპა აირჩია, აი, ყაზახეთი კი, თავდაპირველად აზიაში თამაშობდა.
ყაზახეთის ნაკრებმა ცენტრალური აზიის თასი 1992 წელს მოიგო. საკლუბო დონზე კი "ირტიშის" მიერ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დაკავებული მე-4 ადგილი შეიძლება გამოვარჩიოთ.
2002 წლიდან ყაზახეთი უეფას წევრი გახდა, თუმცა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამოტოვა, რადგან წილისყრა მაშინ გაიმართა, როცა ყაზახები ჯერ კიდევ აზიური ფეხბურთის ნაწილი იყვნენ.
აი, სტატიის ყურადღებით წაკითხვისათვის ბონუსს დაგიმატებთ და გრენლანდიის შესახებაც გეტყვით. ამ მცირედდასახლებულ კუნძულს უკვე ჰყავს საფეხბურთო ნაკრები და უეფაში განაცხადის შეტანას მალე აპირებს. მოკლედ, თამამად შეგიძლიათ მიესალმოთ ევროპის მომავალ ჩემპიონებს!
მომზადებულია Read Football-ის მიხედვით