"ინტერ მაიამის" მფლობელმა დევიდ ბეკჰემმა გუნდის წარუმატებელი დებიუტის შემდეგ კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა. "ინტერ მაიამი" MLS-ის ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო.
"ზოგჯერ გასავლელი გზა ძალიან გრძელია და თქვენ დასვენება გჭირდებათ. "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი", ლა ლიგა და პრემიერლიგა ერთ დღეში არ აშენდა.
კლუბები და ფეხბურთელები დროს საჭიროებენ, რათა აყვავდნენ, ხოლო როცა ისინი ასეთ მდგომარეობას აღწევენ, რთული და კრიზისული პერიოდი მარტივი ეჩვენებათ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას მივაღწიეთ აქამდე. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩვენი კლუბითა და შეუდარებელი გულშემატკივრით." - წერს ბეკჰემი
ინსტაგრამზე.