რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოთა შორის მეორეა. ინფორმაციას ტანკერდი პალმერი საკუთარ "თვითერზე" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლაციოსთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდოს დუბლი მის კარიერაში 733-ე და 734-ე გოლი გახდა. ამ გოლების წყალობით, პორტუგალიელმა რომარიო მოიტოვა და მეორე ადგილზე გადავიდა. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი კი პელეა, რომლის ანგარიშზე 767 ბურთია.

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-5 ადგილს, 716 გოლით იკავებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
როდესაც ნახევარდაცვაში ხავი,ინიესტა,ბუსკეტსი და მასკერანო გყავს,თავდასხმაში ანრი,იბრაგიმოვიჩს,ვილიას,სუარეს და კიდევ სხვადასხვებს და თან მესი რომ ხარ რატომ არ უნდა გაიტანო.მარადონა იმ დროს ურთულეს იტალიის ჩემპიონატის საშუალო ნაპოლიში გადავიდა და ჩემპიონიც გახადა ევროპაც მოაგებინა.ასე რომ მესის ბევრად უპირატეს პირობებში მოუწია თამაში,ხოლო ნაკრებში სადაც დაახლოებით თანაბარი პირობები იყო მარადონას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.
ასეა ეს
26 ივლისი 2020 13:19
3
Da is sheizleba rom madridis realshi gatanili 450 goli da santoshi gatanili ertidaigive iyos?
Milani
24 ივლისი 2020 19:46
2
60-70 წლებში მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავების ბუმი იყო.გადახაედეთ რა ვარსკვლავები თამაშობდნენ გერმანიის,იტალიის,ინგლისის,საფრანგეთის,იუგოსლავიის,ჰოლანდიის,სსრკ,პოლონეთის,უნგრეთის,პორტუგალიის ნაკრებებში და თუნდაც საქართველოში.ამ კაშკაშა ვარსკვლავებზე პელე ერთი თავით მაღლა იდგა.ახლა უკვე ასაკოვანი რონალდუ და მესი და მორჩა ეგენიც რომ წავლენ საყურებელიც არავინ დარჩება.მბაპე და ნეიმარი ფაფხურობენ რაღაცას.იტალიას,გერმანიას და ინგლისს საერთოდ ვარსკვლავი აღარა ყავთ.
ამაშია საქმე
24 ივლისი 2020 15:18
2
მოდიან, შენ გული არ გაიტეხო, მოდიან, ცოტაცა და დაიწყება მათი გრიალი.
emigranti
26 ივლისი 2020 01:22
0
ბრაზილიის ეზოს ჩემპიონატიდან გაკეთებულმა ნაკრებებმა 20 წლის განმავლობაში 1950-70 3-ჯერ მსოფლიო მოიგო და ერთხელ ფინალში დამარცხდა,ხოლო ინგლისში ევროპელებმა პელე სასიკვდილოდ გაიმეტეს. ამხელა სხვაობა კლასში რაც დღეს ბარასას,რეალსა და სხვა დანარჩენ ესპანურ გუნდებს შორის ბრაზილიაში არ ყოფილა იმიტომ რომ ყველა გუნდს გამორჩეული ლიდერები ყავდა იმიტომ რომ იქ ფეხბურთი რელიგიის დონეზე იყო.
პელე ანუ მეფე,მესის და რონალდუს ჰიბრიდი
23 ივლისი 2020 14:42
3
არასწორია როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ან ჩ.ლ-ის პლეიოფებში განსაკუთრებით ფინალებში გატანილ გოლებს იგივე ფასი აქვს როგორც ლეგანესთან და ალავესთან გატანილ გოლებს.როგორ შეიძლება პელეს მ.ჩ-ის ორ ფინალში გატანილ სამ ბურთს იგივე ფასი ქონდეს როგორც ბარსას მიერ 5-0 განადგურებულ სუსტ გუნდთან გატანილ გოლებს.საჭიროა კოეფიციენტების მინიჭება ტურნირებისთვის.ბარსა და რეალი ყიდულობენ ყველას და ყველაფერს და ჩემპიონატში 100 ბურთზე მეტი გააქვთ და დაუგროვდათ მესისა და რონალდუს ბურთები.
უსამართლობა
23 ივლისი 2020 10:40
5
გიოს.გიო,ბრაზილიის ჩემპიონატი ალბათ მართლაც არ იყო იმ დონის,რაც ახლა ევროპის ტოპ ლიგებია,მაგრამ ბრაზილიის მაშინდელი ნაკრები,მიუხედავად ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისა,მსოფლიოში მუდმივად უძლიერესად მიიჩნეოდა და მათ ფეხბურთის ჯადოქრებს ეძახდნენ.თანაც ეს ჯადოქრები,სწორედ ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობდნენ და ევროპაში წამოსვლა,მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული.თამაშგარე კი,თუ იყო,წორედ მაშინ იყო,რადგან მცველთან ერთ ხაზზე დგომა,უკვე თამაშგარეს ნიშნავდა და პასიური თამაშგარეც,ისეთივე თამაშგარე იყო,როგორც აქტიური.როგორც კი პასი გაკეთდებოდა,საჯარიმოს ალამთან, დამტვრეული შემტევი გუნდის ფეხბურთელი რომ წოლილიყო,იმწამსვე ალამი აწეული იყო და თამაშგარე ფიქსირდებოდა.ახლა რომ ორმეტრიან თამაშგარეზეც არ აჩერებენ თამაშს და ეპიზოდის დამთავრებას და შემდეგ შემოწმებას ელიან,ასე კი არ იყო.პელეს თამაში მეც ნაკლებად მახსოვს,1970 წლის ჩემპიონატიდან და მართლაც ძალიან მაგარი იყო,მთელ დანარჩენ ნაკრებთან ერთად.მაშინდელი ექსპერტების შედარებითი დახასიათება მაქვს წაკითხული მსოფლიოს მაშინდელი უძლიერესი ფეხბურთელებისა და პელეს ახასიათებენ როგორც 90 წუთის გაბმავლობაში დაუოკებელ მებრძოლს და ნამდვილ ბელადს,რომელიც მოედნის 95%-ზე ახდენს გავლენას.აქტიურია შეტევაშიც და დაცვაშიც.თანაც დაცვაშიც ლიდერია.17 წლისა გახდა ნაკრების ლიდერი და ლიდერი იყო 30 წლისაც,სუპერვარსკვლავებით გადაძეძგილ ბრაზილიის ნაკრების ყველა ფორმირებაში,თვითონ ეს ვარსვკვლავებიც ლიდერები რომ იყვნენ და პელეს გარეშეც სასწაულებს აკეთებდნენ,მაგრამ მაინც აღიარებდნენ პელეს პირველობას და საბრძოლო სულს.თუ რონალდოს ვაღმერთებთ,რომ ნაკრებში თავს იკლავს და ნამდვილი ლიდერია,რატომ არ უნდა ვაღიაროთ პელეც?თანაც არ დავივიეყოთ,რომ იმ დროს,მედიცინა იმ დონეზე არ იყო და მენისკი რომ აგტკივდებოდა,მას უბრალოდ აცლიდნენ და აიმს შემდეგ ფაქტობრივად შენი დიდი ფეხბურთი,დამთავრებული იყო.მან კი 4 მსოფლიოს ჩემპიონატი ითამაშა უამრავი ტრავმით და მაინც ლიდერად დარჩა.ვოვა გუცაევმა,საერთო ჯამში 3 წელიწადზე მეტი გაატარა საავდამყოფოს პალატაში და ბოლოს,მენისკის ოპერაციის შემდეგ ვეღარ შეძლო ფორმის დაბრუნება.ასევე კახი ასათიანიც,საოცარი ტექნიკისა და მოედნის ხედვის გამთამაშებელი,რომელმაც ფაქტობრივად მარტომ მოუგო თურქეთის ნაკრებს და მეორე დღეს თურქულმა პრესამ გაზეთებში დაწერა"თურქეთი- კახი ასათიანი.0-2".ვეღარც მან შეძლო მაღალ დონეზე თამაში.პელეს კი,გაცილებით უფრო აგრესიულად ამტვრევდნენ და მიუხედავად ამისა,ის მაინც თამაშობდა,თან ისე,რომ მისი დაჭერა შეუძლებელი იყო.ამას ჩვენი ბარქაია და სიჭინავაც აღიარებენ,რომლებიც თვითონ იყვნენ საბჭოთა კავშირის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელთა სიის სათავეებში.ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს და ალბათ არავისი ღვაწლი არ უნდა დავკარგოთ,მით უმეტეს,როცა არ გვინახია და მხოლოდ სხვებისაგან მის დახასიათებს ვისმენთ.მამაჩემი შარშან გარდაიცვალა და პაიჭაძეს,ჯეჯელავას,ღოღობერიძეს,უფრო გვიანდელ ქართველ ვარსკვლავებზე უფრო მაღლაც კი აყენებდა ხშირად,ტექნიკის მხრივ.არადა 2015 წლამდე ძალიან აქტიურად აინტერესებდა ფეხბურთი და ატანა არ ჰქონდა რუსი "თუთმა ნესვების",მსაჯების დახმარებით რომ გვიტოვებდნენ უკან.ჩემ თვალწინ მანუჩარ მაჩაიძის კარიერამ ჩაიარა და ახლაც დარწმუნებული ვარ,რომ მისნაირი ბურთის არ დაკარგვის უნარი,მსოფლიოში არავის აქვს.თავისი სუსტი წრტილები რა თქმა უნდა მასაც ჰქონდა,მაგრამ მთელი კარიერის მანძილზე,არ მახსოვს მისგან დაკარგული ბურთი და არც თვითონ მანუჩარი, წაქცეული.ამას დინამოში თამაშისას ვამბობ, თორემ სხვაგან მის თამაშს,ფიზიკურად ვერ ვუყურებდი.საოცარი ბურთის დამჭერი ყოფილა სიჭინავაც.შეუძლებელი იყოვო,ბურთის ართმევა.
სოსო
23 ივლისი 2020 15:03
0
ბრაზილიის ჩემპიონატში გატანილ გოლებს როგორი კოეფიციენტი მივანიჭოთ პატივცემულო?თუ ეგეც და ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ გოლებზე უფრო ფასეულია?
შოთა
23 ივლისი 2020 13:55
2
ყველა გამოხმაურება
ვინც აქ ვითომ პელეზე ქილიკობთ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ! როგორ შეიძლება სპორტის ეს სახეობა მოგწონდეს და პელე არა. ზოგი უვიცი კიდევ მარადონას ამჯობინებს! რონალდომ შეიძლება კიდეც გადაასწროს გოლებში და დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის პელეზე უფრო მაგარია. ორივე შრომისმოყვარეა და ამიტომაც მიაღწიეს ასეთ შედეგს. პელეს ვარჯიშები გაქვთ ნანახი? როგორც სტადიონზე ისე ოკეანის პირას? როცა ფეხბურთი გიყვარს არ უნდა გეჯავრებოდეს არცერთი დიდი ფეხბურთელი. აქ კიდევ მესის და რონალდოს ფანებმა ლამისაა ერთმანეთი დახოცონ. პირადად შეიძლება რომელიმე ფეხბურთელი მოგწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა უარესია. მე პირად ყველას იბრაგიმოვიჩი მომწონს, მაგრამ არ ვამტკიცებ რომ რონალდოს ან მესის სჯობია. ისე ამ ორივეზე უფრო ლამაზი გოლები აქვს გატანილი
დავით 67
23 ივლისი 2020 02:04
4
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ პელეს და მარადონას შედარებისას დავა დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნა ჯერაც მიუღწეველია. სწორედ მისი რეკორდი უნარჩუნებს ჯერჯერობით უდიდესის, მეფის წოდებას. მალე ვიტყვით გაუმარჯოს ახალ მეფეს! ...პირადად უპირატესობას ფეხბურთელ მაინც მარადონას მივანიჭებდი(არა მატრაკვეცა ნარკომანს). პელეს და მარადონას დროს ისე ჩეხავდნენ მცველები პელე ბევრჯერ ატირეს და ბოლოს ჩემპიონატიც დაასრულებინეს. ამდ დროს მარადონა მარტო იგებდა თამაშებს. გამახსენეთ ერთი იმ გუნდში რომელი ვარსკვლავი თამაშობდა. პელეს გვერდზე კი 4-5 ბუმბერაზი ედგა სამივე მსოფლიოზე. მალე პელეც კი ბევრს არ ემახსოვრება. რომელ ომისშემდგომი პერიოდის ვარსკვლავს დამისახელებთ. დრონი მეფობენ!
emigranti
26 ივლისი 2020 01:52
0
Bravo bravo da bravo, peles fanebs yvelaze meti golis temac ki ardarchebat male. Reputacia, saxeli, xalxis siyvaruli ra araqvs am or udides fexburtels. Karga xani dagvagviandeba kidev sanam vnaxavt eget sportsmenebs.(sportsmenebebs, marto fexburtelebs ara.)
Milani
22 ივლისი 2020 19:43
0
მე მინდა,რო ორივემ გადასწროს პელეს და გადასწრებენ კიდევაც.
გოგა
22 ივლისი 2020 19:07
0
მაგარია,მართლა ძალიან მაგარია.შეიძლებ პიროვნულად არა,მაგრამ როგორც ფეხბურთელი მართლა მოვლენაა.მესის ნამდვილად არ ჩამოუვარდება არაფრით,პირიქით.გადამწყვეტ თამაშებში ეს უფრო მაგარია.ნაკრებშიც რონალდო უკეთესია.ამან რომ იუვეს გაუტანა ნახევარფინალში,ვაღიაროთ რომ მესი მასეთ ბურთს ვერ გაიტანს.გემოვნების საკითხია ვის ვინ მოსწონს,თორემ ვერ იტყვი რომ მესი რონალდოს სჯობია
Master
22 ივლისი 2020 16:33
3
30 მხოლოდ სერია ა , თასზე ლიგაზე სანაკრებო , 55 გოლი აქვს გატანილი წელს
ლაშა
22 ივლისი 2020 15:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული