ლუჩესკუ კიევში ჩავიდა და ლობანოვსკის ძეგლი ყვავილებით შეამკო

AutoSharing Option
მართალია, კიევის "დინამოს" მწვრთნელად დანიშნულმა მირჩა ლუჩესკუმ გულშემატკივრების ზეწოლის შემდეგ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გადააფიქრებინა და დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩაიყვანა.

დღეს ლუჩესკუმ "დინამოს" ყოფილი მწვრთნელის, ვალერი ლობანოვსკის ძეგლი ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდის ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

"დინამოს" ფანები ამბობენ, რომ 74 წლის რუმინელს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

ლუჩესკუ 12 სეზონის განმავლობაში "დინამოს" მთავარი კონკურენტის, "შახტარის" მწვრთნელი იყო და კიეველი გულშემატკივრები მისდამი ანტიპათიით არიან განწყობილნი.

altაკი, უკრაინა და რუსეთი ერთიაო - "დინამოს" ულტრასებმა

ლუჩესკუს ცოდვები გაუხსენეს

altლუჩესკუს ნერვებმა უმტყუნა და კიევის "დინამოდან" წავიდა, მაგრამ სურკისმა უკან მიაბრუნა

altლუჩესკუს ნერვებმა უმტყუნა და კიევის "დინამოდან" წავიდა, მაგრამ სურკისმა უკან მიაბრუნა

alt"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა

altკიევის "დინამოს" მწვრთნელად ლუჩესკუ დანიშნეს - გულშემატკივრები აღშფოთებული არიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული