L’Équipe-ის ვერსიით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
სწორედ ამ თემას მიეძღვნა L’Équipe-ის გაზეთის პირველი გვერდი.
ზიდანმა ჩამოიტოვა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა. ზიდანი "რეალს" 2016-18 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში მოიგო: ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
2019 წელს ის "სამეფო კლუბს" დაუბრუნდა და ლა ლიგის მოგება მოახერხა.