"ამაყი ვარ, რომ დიდებული მომენტები ერთად გავიზიარეთ" - რონალდო კასილასის წასვლას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მცირე კომენტარს აკეთებს თავისი ყოფილი პარტნიორის, იკერ კასილასის კარიერის დასრულების შესახებ.

შეგახსენებთ, ესპანელმა მეკარემ კარიერის დასრულების შესახებ 4 აგვისტოს განაცხადა.

"ამაყი ვარ იმით, რომ დიდებული მომენტები ერთად გავიზიარეთ" - წერს რონალდო "ინსტაგრამზე".

რონალდო და კასილასი "რეალში" ერთად 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით თამაშობდნენ.

კასილასის წასვლაზე ჯერ კიდევ ზამთარში იწერებოდა. 2019 წლის მაისში მან გულის შეტევა გადაიტანა. 2020 წლის დასაწყისში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატურა წარადგინა, მოგვიანებით კი თავი მოიხსნა.

უკანასკნელი ინფორმაციით, კასილასი "რეალში" დაბრუნდება და
პრეზიდენტის მრჩეველი იქნება.

იკერი "რეალის" აღზრდილია და კლუბში 1998 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. "თეთრებთან" ერთად მან 18 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის - 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ქვეყნის და 3 ჩემპიონთა ლიგის თასი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული