საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღში საომრად წავიდა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული "ლარისას" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

აროიანი მცველია, "პიუნიკის" აღზრდილია, ბოლოს ირანის "პადიდესა" და რუსეთის "ურალში" თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიასა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.

11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევ
ანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თუ ნაკრების თამაშების წინ,მისი კაპიტანი ჯარში გაიწვიეს,ესე იგი კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე,ვიდრე ჩვენ გვგონია.ღმერთო მიეცი ჭკუა და დააწყნარე მხარეები.გვეყო ომი და სისხლის ღვრა.ხომ იცხოვრეს ერთობლივად მშვიდობაში,სულ ცოტა 50 წელი.ესე იგი შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა.ჩვენი არ იყოს,როცა ბოროტებას გავუხსნით გულს,სისხლი და ცრემლი არ გველევა,ხოლო როცა სიყვარულს,მშვიდობა და კეთილდღეობა.
სოსო
30 სექტემბერი 2020 19:56
4
არა მეგობარო ნებაყოფლობით წავიდა აროიანი , თუ გახსოვს არსენ არუტუნიანი ევროპის ჩემპიონი https://sport.news.am/rus/news/115241/ ისიც ნებაყოფლობით წავიდა . მაგარი პატრიოტები არიან სომხები !!!
სოსო s
01 ოქტომბერი 2020 15:20
1
ჩვენს კაპიტან თოკო შენგელიას მგვანებია...
გუნდისთავი
30 სექტემბერი 2020 20:06
73
თუ ხუმრობ, გასაგებია.
...
30 სექტემბერი 2020 20:29
12
რა, თორნიკეს სამშობლომ რაიმე სთხოვა და არ გამოადგა?ვინც მის წინააღმდეგ განაწყო ხალხი,ისინი კი,მართლაც არ გამოადგნენ.დაფიქრდით ხალხო,კაცისაგან გაკეთებული საქმეები,ყველაზე კარგად ლაპარაკობს,ამ ადამიანზე.თორნიკე შენგელიას ვერავინ უსაყვედურებს,ნაკრებში თავი დაზოგაო.კლუბი კი,მხოლოდ კლუბია და ოჯახის რჩენის საშუალება.ქვეყანას არაფერს ჰპარავს,მისი მაგინებელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით
სოსო
01 ოქტომბერი 2020 11:41
3
ყველა გამოხმაურება
საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდათ სომხეთში, მათი ნაკრების კაპიტანს რომ ნეფტჩში ეთამაშა და ეთქვა პოლიტიკა და სპორტი არაფერ შუაში არ არისო
rasa
30 სექტემბერი 2020 22:44
18
მესმის რაზეც აკეთებ აქცენტს, მაგრამ 6 მონა უკვე გამოჩნდა დისლაიქების სახით. ალბათ კიდევ გაიზრდება. უკრაინელი ფეხბურთელი იაროსლავ რაკიცკი, როდესაც ზენიტში გადავიდა, უამრავმა გულშემატკივარმა მოიძულა. ასევე მოკვეთეს ნაკრებიდან.არადა კარგი მცველია. მარტო ჩვენ გვჭირს ეგრეთწოდებული ტოლერანტობა.
დავით67
01 ოქტომბერი 2020 03:07
11
გეტყვი რა განსხვავებაა. სომხეთსა და აზერბნაიჯანს შორის არამხოლოდ სახელმწიფო კონფლიქტია,არამედ ეთნიკურიც. ძულთ,ეზიზღებათ და მზად არიან ნაკუწ-ნაკუწ აქნან ერთმანეთი. ჩვენ კონფლიქტი გვაქვს რუსეთის მოძალადე სახელმწიფოსთან და მის ჩამპალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან,მაგრამ არა რუსებთან. თუ ვინმეს ზოგადად ეზიზღება სხვა ადამიანი ეროვნული ნიშნით არის ჩვეულებრივი ნაცისტი..ზოგადად ადამიანის ზიზღი ერთი უბედურებაა და ეგ კიდევ ზედ დამატებული. ქართველი ადამიანი არ ყოფილა არავის მოძულე საუკუნეთა განმავლობაში(მტრებს ვგულისხმობ,რადგან მტრის მეტი პრინციპში არც გვყოლია არავინ) და ეგაა რაც გამომგვარჩევდა აქამდე.იმედია ასეც იქნება მომავალში.
ალექს
01 ოქტომბერი 2020 15:13
3
ყველა გამოხმაურება
პატრიოტი და ვაჟკაცი კაცი ყოფილა!! ს ეტყობა უწყება მიუვიდა რომ უნდა გამოცხადებულიყო კომისარიატში და ხო არ გაიქცეოდა ლაჩარივით? ნაკრების კაპიტანი სამაგალითო რომ უნდა იყოს ყველაფერში აი აქ დამტკიცდა!
zaza
30 სექტემბერი 2020 21:21
2
ყველა ოკუპანტი უნდა დამარცხდეს და მერე იქნება მშვიდობა
გოგა
30 სექტემბერი 2020 21:52
3
ამ ამბავს ორი მხარეს უბრალო და ალალი ხალხი ეწირება თორე ვინც გადაწყვეტილებებს იღებს კია მშვიდად და მემუარებში მხოლოდ სტატისტიკად მოიყვანს ოდესმე დაღუპულების რაოდენობას. ერთი ცხოვრება გვაქვს და ისიც უსამართლოა
Gia
30 სექტემბერი 2020 23:36
2
მანდ ოკუპანტი რომელია ისე, დავიბენი
ლოლა
01 ოქტომბერი 2020 03:24
11
ასეა ნამდვილად ჩვენზე დიდი პატრიოტები არიან სომხებიც და აზერებიც ჩვენგან თუ 100%დან 20-30% შესკტივა გული და თავს გაწირავს საქართველოს გამო.. ისინი 70-80% წავლენ
ვავავა
30 სექტემბერი 2020 20:19
53
აზერი და პატრიოტი )))
ვავავა s
01 ოქტომბერი 2020 15:06
2
რა ზღაპრებს ყვები. იძულებულნი არიან, საყოველთაო მობილიზაციაა. ისედაც, რა შუაშია პატრიოტიზმი. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ აზერბაიჯანის საკუთრებაა და სომხებს დაპყრობილი აქვს!
მამუკა
01 ოქტომბერი 2020 14:07
1
ყველა მეცოდებით ვინც ომის საშინელებას ვერ იაზრებთ, ალბათ არ გამოგიცდიათ თქვენი მიმართულებით წამოსული ტყვიების წივილი. რა აზრიაქვს მაგ ტერიტორიას სომხეთი ერქმევა, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი თუ საქართველი?! - 18-19 წლის ბიჭები ჩაიხოცნენ ბავშვები და მოხუცები, ამ თქვენი სამართილანობის აღდგენის სახელით, პოლიტიკოსები და დიქტატორები ბიჭებს მიერეკებიან გვამებად აქცევენ და მერე მათ საფლავებს ყვავილებით ამკობენ, და თქვენ ტაშს უკრავთ ამ იდიოტობას. დაფიქრდით ხალხო რისთვის ომობთ, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? ერთადერთ ფსევდოსიამაყეს შეგიქმნით ვითომ ქვეყნის დიდება. ბავშვები ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ, განათლებას უნივერსიტეტებში იღებდნენ, შეყვარებულებს თავს აწონებდნენ და ამ დროს ავტომატით სანგარში ზიან და მათზე ბომბების წვიმა მოდის. ნუთუ 21 საუკუნეში დიპლომატია დამარცხდა ? ნუთუ არ შეგვიძლი ჩვენი სიამაყე და გაუმაძღარი მიწადმოყვარეობა ადამიანების სიყვარულში გავცვალოთ? მოვარღვიოთ ყველა საზღვარი და მთელმა დედამიწამ ბედნიერად ვიცხოვროთ? 17-19 საუკუნებში თბილისში ქართველი ალბათ 20% ცხოვრობდა (სომხები, აზერები, ებრაელები, სპარსელები, თურქები, ირანელები, იეზიდები, ბერძნები რუსები პოლონელები და კიდე სხვა ერის ხალხი მშვიდად ვცხოვრობდით) და ერთმანეთი არ გვიდევნია, ეხლა რა გვეტაკა რამ გააღვიძა Fაშიზმი ისევ?!
semi
01 ოქტომბერი 2020 09:50
15
ხო, მოდი ბარემ საქართველოც რუსებს, თურქებს, ირანელებს, ჩუჩმეკებს და ათას ნაყარ-ნუყარ ხალხს ჩავაბაროთ, რა აზრი აქვს ამ მიწას საქართველო ერქმევა მაგალითად თუ სხვა რამე? სწორდ ამ "ბრძნული" დამოკიდებულების გამო არის რომ ოდესღაც სინოპიდან ადერბილამდე გადაჭიმულ ქვეყანას ახლა დედაქალაქიდან რამოდენიმე კილომენტრში მარადიორთა ბრბო უდგას, რომლებიც ყოველდღე იტაცებენ მის მოქალაქეებს.
Epic :D
01 ოქტომბერი 2020 13:36
1
კლავიატურის ლომებო და ფსევდოპატრიოტებო ყველამ ერთ ადგილზე აკოცეთ თორნიკე შენგელიას!
თბილისი
01 ოქტომბერი 2020 11:09
38
მტრის და მოყვრის გამრჩევი კლავიატურის ლომი ჯობია თავდახრილ და დამონებულ 'პატრიოტს'
rasa
01 ოქტომბერი 2020 15:27
4
თვით სახელოვანი პელე, რომელიც 17 წლისა ბრაზილიის ნაკრებში იყო, წერს, როგორ გაიწვიეს ჯარში და რა დამამცირებლად ეპყრობოდნენ იქ უფროსები. თქვენ გინახავთ, სახელოვან ქართულ არმიაში რომ მსახურობდეს რომელიმე ვითომ ცნობილი პიროვნების შვილი?
zurab
01 ოქტომბერი 2020 15:51
0
სომხების არ ვიცი მაგრამ მე რომ ამ საიტზე აღარ შემოვალ GALAXY რეკლამის გამო ფაქტია, რა უბედურებაა რას დაამგვანეთ საიტი
ლაშა
01 ოქტომბერი 2020 15:24
0

სიახლეები პოპულარული