ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.
მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.
"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.
კლასი, მოედნის ხედვა და ცივი სისხლი არ აკლია. ტალანტია. რომელიც აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ. თან მის პოზიციაზე ასეთი ცივსისხლიანი მართლა არავინ არ გვყავს და ჰაერივით გვჭირდება...