ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვოს სძლია და თბილისში გამოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ფინალში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბელარუსის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მაკედონიას უკვე უკეთესად იცნობენ, იციან, ამ გუნდს რა შეუძლია და როგორ ეთამაშონ.

სკოპიე. "ფილიპ II"
ჩრდ. მაკედონია - კოსოვო 2:1
გოლები: 1:0 კოლოლი (15, საკ. კარში), 1:1 ჰადერჟონაი (29), 2:1 ველკოვსკი (33)

მკითხველის კომენტარები / 11 /
იმედია ახლა მაინც დაუშვებთ გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრებს!
დავით 67
01:45 09-10-2020
1
თუ დღევანდელი მათი და ჩვენი თამაშით ვიმსჯელებთ,ფავორიტად,მაკედონია მოჩანს.მათ არ ეშინოდათ ჩვენგან განსხვავებით და ბედს მეტოქის კართან ეძებდნენ.ფიზიკურადაც ჩვენზე უფრო გამძლეები არიან
სოსო
01:23 09-10-2020
18
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული