"ბაიერნის" ექსმწვრთნელი: მის გარეშე გვარდიოლა ტიტულებს ვერ მოიგებდა...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა დამრიგებელმა ფელიქს მაგათმა Sport Bild-თან ინტერვიუში პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიელთა წარმატება პეპ გვარდიოლას მენტორულ უნიკალურობას კი არა, ლეო მესის ინდივიდუალურ ოსტატობას უკავშირდება.

"პეპ გვარდიოლას პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემაქვს, თუმცა საფეხბურთო სამყარო რეალობასთან ახლოს უნდა იყოს. რომ არა არგენტინელი, ის სისტემა, რომელმაც "ბარსას" უამრავი ტიტული მოუტანა, უბრალოდ არ იმუშავებდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პეპი ჩემპიონთა ლიგას როგორც მიუნხენის "ბაიერნში", ისე "მანჩესტერ სიტიშიც" მოიგებდა. "ტიკი-ტაკა" საინტერესო სათამაშო სტრატეგიაა, თუმცა ის მოედნის ყველა
რგოლში ძალიან ტექნიკურ მოთამაშეებს საჭიროებს" - განაცხადა მაგათმა.

altმათეუსი: გვარდიოლას წარუმატებლობის მიზეზი ეგოიზმია

altკუმანმა "ბარსელონაში" "გვარდიოლას წესი" აღადგინა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული