ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიომ, ნეიმარს პერუს წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკი მიულოცა.
ამ გოლებით "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდი ბრაზილიის საუკეთესო გოლეადორებში მეორე ადგილზე გადავიდა და გადაასწრო სწორედ "კიჭას".
ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი ლეგენდარული პელე გახლავთ, რომელსაც 77 გოლი აქვს გატანილი. ნეიმარი მას 13 ბურთით ჩამორჩება და დიდი ალბათობით, კარიერის ბოლოს ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება.
"ნეიმარ, ყველა მხრივ გაფასებ. შენ ბევრს თამაშობ, არიგებ ასისტებს, გადაცემებს, შესანიშნავად ატყუებ ხალხს და გოლებსაც იტან.
შენ გასაოცარ ისტორიას წერ. მე
ვიცი, რა გრძნობაა, როცა მოედანზე "ყვითელი" მაისურით გადიხარ. გახსოვდეს, საიდან წამოვედით და სად მივდივართ.
ენდე შენს ინსტინქტს, რადგან შენი ნიჭის ადამიანის შეჩერება არავის შეუძლია. შენ უამრავი რეკორდის დამხობა და ისტორიაში დიდი სახელის დატოვება შეგიძლია." - წერს ბრაზილიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი.