"ვესთ ჰემის" გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა 3 წლით აუკრძალეს მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰის მიმართულებით რასისტული ქმედებები ჩაიდინა.
2019 წელს "ლივერპულსა" და "ვესთ ჰემს" შორის მოხდა ინციდენტი. გულშემატკივარი მუსლიმურ რელიგიას აყენებდა შეურაცხყოფას, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია და სამართლიანადაც დაისაჯა.
"ვესთ ჰემის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს: "ჩვენთვის მიუღებელია რასიზმი და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია".
რა თქმა უნდა, რასიზმის ადგილი სპორტში არ არის და იმედია, რომ თანამედროვე სპორტში ეს ბოლო შემთხვევა იქნება.