გიორგი მიქაუტაძის შანსი - ფრანგულ "მეცს" ფორვარდი დაემტვრა

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძეს შანსი აქვს, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდეს. 

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფორვარდი ფრანგული "მეცის" საკუთრებაა და ბელგიურ "სერენშია" განათხოვრებული (7 მატჩი, 14 გოლი). 

რამდენიმე დღის წინ "მეცის" მთავარმა გოლეადორმა, სენეგალელმა იბრაჰიმა ნეანემ (6 მატჩი, 6 გოლი) მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. 


altსაქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 14 /
არ ივარგებსო, ჯერ დავაკვირდეთო, არ ვიჩქაროთო რომ გაიძახის აქ ზოგიერთი.
მოდით, ჯერ დავიბევოთ ნაკრებისთვის და მერე დავაკვირდეთ და ისე გადავწყვიტოთ, გვჭირდება (ვარგა) თუ არა ნაკრებისთვის.
თუ ის აჯობებს, ვარსკვლავების წყვეტა დაიწყოს მაგრამ ნაკრებში მოწვევა შეუძლებელი გახდეს, რიგი მიზეზების გამო.
ევროპის ფინალური (იმედია გავალთ
₾ადო
21 ოქტომბერი 2020 17:38
0
არ ივარგებსო, ჯერ დავაკვირდეთო, არ ვიჩქაროთო რომ გაიძახის აქ ზოგიერთი.
მოდით, ჯერ დავიბევოთ ნაკრებისთვის და მერე დავაკვირდეთ და ისე გადავწყვიტოთ, გვჭირდება (ვარგა) თუ არა ნაკრებისთვის.
თუ ის აჯობებს, ვარსკვლავების წყვეტა დაიწყოს მაგრამ ნაკრებში მოწვევა შეუძლებელი გახდეს, რიგი მიზეზების გამო.
ევროპის ფინალური (იმედია გავალთ
₾ადო
21 ოქტომბერი 2020 17:31
0
გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს თუ რომელ ლიგაში თამაშობს? არამედ როგორ თამაშობს? მე კარგად მახსოვს რამაზ შენგელიას თამაშები ქუთაისის ტორპედოში, მას რომ იტყვიან კოჭებზე ეტყობოდა, რომ დაბადებით გოლიადორი იყო ისე ოსტატურად გაჰქონდა გოლები და რაც მთავარია "დაგეშილი" იყო გოლის გატანაზე.ამ ახალგაზრდას დაკვირვება სჭირდება კიდევ.ჯერ მაკედონია დავამარცხოთ და როცა ევროპაზე გავალთ გაუჩნდება ცდუნება ჩვენთან ითამაშოს, რადგან საფრანგეთის ნაკრებში ახლა ნამდვილად არ მოიწვევენ, თუ საერთოდ როდისმე მოიწვიეს, ასე რომ შანსი არის, არადა თავისი გზით გაუმარჯოს.
gia jashi
20 ოქტომბერი 2020 00:49
0
გელა ნუგზარიშვილს ისეთი გვარ-სახელი აქვს, თუ ძაან მაგარი არ იქნება, ძაან გაუჭირდება საქართველოს ნაკრებში...
გელა გელაშვილი
19 ოქტომბერი 2020 18:59
10
არ უნდა ამ ბავშვს საქართველოს ნაკრებში თამაში და ნუ შეუწუხეთ გული.იმდენს აპიარებთ რომ მერე მოღალატე უნდა ეძახონ ქართველებმა.და შეეშვით ეს ჟურნალისტები.
ვაჟა
19 ოქტომბერი 2020 17:57
7
ამ მიქაუტაძეს ჯობია გელა ნუგზარაშვილი მიიწვიოთ ნაკრებში
გენა
19 ოქტომბერი 2020 16:58
16
უპირველეს ყოვლისა წარმატებები მინდა ვუსურვო ჟორჟ მიქაუტაძეს! ძალიან ნაადრევია მისი წარმატებულ ფეხბურთელად მოხსენიება. მესმის რომ ყველას გინდათ ნაკრების გაძლიერება, მაგრამ ბელგიის პირველ ლიგაში წარმატებული სტარტის შემდეგ ამ ბჭის ქება გადაჭარბებულად მეჩვენება. ეს ლიგა ძალიან დაბალი დონეა! ეს არ არის ესპანეთის ან გერმანიის მეორე (პირობითად უმაღლესი ლიგის წინა ლიგა) ლიგა. ასეთ ლიგებში გოლები ადვილად გადის. ახალგაზრდებს არ გახსოვთ მაგრამ 1996 წლის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ლანჩხუთის გურიას ბომბარდირმა ზვიად ენდელაძემ 40 გოლი გაიტანა და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა! ასევე ფენომენალური მიღწევა ჰქონდა 1991-1992 წლის სეზონში ოთარ კორღალიძეს, ასევე -40გოლი. ლანჩხუთში მანამდეც, როცა ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგაში თამაშობდა საოცარი შედეგები ჰქონდა ბესიკ ფრიდონაშვილს - 27 გოლი (1986 წელი), მერაბ მეგრელაძეს 26 (1979), მერაბ ჟორდანიას 25(1989). ეს საოცარი შედეგები ქართველ, საქართველოს სახელით მოთამაშე ფეხბურთელებს ეკუთვნით! კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი...!
aburjga
19 ოქტომბერი 2020 16:33
5
არც ერთ ქართველს არ მოუპოვებია ოქროს ბუცი.ზვიად ენდელაძემ კი გაიტანა ევროპაში ყველაზე მეტი გოლი,მაგრამ 1991-1996 წლებში,ოქროს ბუცის გაცემა,ოფიციალურად შეჩერებული იყო.1997 წლიდან კი,შემოღებული იქნა ლიგების რეიტინგი და შესაბამისად,გატანილი გოლის კოეფიციენტი.საუკეთესო 6 ჩემპიონატის ყოველი გოლი,2-ზე მრავლდება,7-21 ადგილი,1,5-ზე,ხოლო მასზე სუსტი ჩემპიონატების კოეფიციენტი,უდრის 1-ს.91-96 წლებში პრიზის გაცემის შეჩერება ,საკმაოდ საფუძვლიანმა ეჭვმა გამოიწვია,რომ სუსტ ჩემპიონატებში,რეკლამის მიზნით,მეტოქე გუნდებიც კი ეხმარებოდნენ ბომბარდირს,გოლების გატანაში,თანაც სუსტ ჩემპიონატში გოლის გატანა,შეუდარებლად უფრო ადვილია.პრიზების გაცემა ჯერ შეაჩერეს,შემდეგ კი ჩემპიონატების მიხედვით კოეფიციენტი შემოიღეს და ამის შემდეგ,სიტუაცია საკმაოდ გამოსწორდა და პრიზები შეუფერხებლად გაიცემა.
სოსო
19 ოქტომბერი 2020 19:11
0
აი ეს იქნება გიორგის შანსი,რომ გამოავლინოს რეალურად რა შეუძლია და რისი ძალა შესწევს უფრო ძლიერ ლიგაში,რა თქმა უნდა ბომბარდირობას არავის მოთხოვს ლიგა 1-ში,მაგრამ უნდა შეეცადოს,რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავი,როცა შანსს მიიღებს,ასევე უკეთესი იქნება,თუ მეცი მომავალ სეზონშიც გაანათხოვრებს უფრო ძლიერი ჩემპიონატის კლუბში,თუნდაც ბელგიის უმაღლეს ლიგაში. რასაკვირველია ნიჭიერი ბიჭია და ამას არავინ უარყოფს,მაგრამ ჯერ კდიევ მაინც ადრეა დასკვნების გამოტანა,თუ უფრო ძლიერი დონის ლიგაში შეძლებს ასევე სტაბილურად თამაშს,მაშინ მართლა გოლეადორია ეს ბიჭი. ქუთათელაძის მაგალითი გაიხსენეთ,როგორ იემდებს ვამყარებდით მასზე,მომავალი არველაძე და ა.შ,მაგრამ სადაა ახლა? სპარტაკის დუბლებში! წარმატებები გიორგის!!!
გიორგი ბათუმი 97
19 ოქტომბერი 2020 16:13
4
პიზიკუეად შოთიზე ბევრად ძლიერია უკვე, კიდევ მოიმატებს, ლამის იბრაგიმოვიჩივით გახება. ორი მცველიც ვერ გააჩერებს 4-5 წელიწადში.
სოსო
19 ოქტომბერი 2020 16:11
1
მოკლედ! ჩვენმა ფედერაციამ და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ მიქაუტაძე და მარადაშვილი ჩვენ ნაკრებში აღმოჩნდნენ! მარადაშვილც მაგარი ცენტრალური ნახევარმცველია და ცსკა ხელწამოსაკრავი გუნდი არაა.ამ გუნდის ძირითადში თამაში 20 წლის ასაკში დიდი მიღწევაა!
gabo
19 ოქტომბერი 2020 16:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული