სტადიონი წამში დადუმდა, სალაჰი ძირს დაეცა და განწირული ხმით ღრიალებდა, მალე კომენტატორიც ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეგვიპტე და კონგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩში გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებდა.

თამაშის 87-ე წუთამდე ეგვიპტე 1:0 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე საკუთარ კარში გოლი მიიღეს და ანგარიშიც გათანაბრდა. მთელი სტადიონი ტიროდა, ხოლო ნაკრების ლიდერი ძირს იყო დაცემული და ღრიალებდა.

შეხვედრას მთავარმა მსაჯმა 5 წუთი დაამატა. დამატებით დროში ეგვიპტემ 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა და მო სალაჰმა ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა. დანარჩენს კადრებშიც ხედავთ...
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც არ უნდა წავიდეს თამაში - ბრძოლა ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე და, მჯერა, მთელი საქართველო გაიხარებს!
alexandre
14:07 02-11-2020
1
ეს კლიპი აჩვენეთ ყოველ დღე ჩვენს ბოჭებს და გადაუვლიან ცრუ მაკედონიას .
goga
16:36 02-11-2020
0

სიახლეები პოპულარული