60 წლის ასაკში გულის შეტევით ფეხბურთის უგვირგვინო მეფე დიეგო მარადონა გარდაიცვალა. დიეგოს სიდიადის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რამეთუ იყო გამორჩეული და არაორდინარული. საფეხბურთო სამყარო მის გარდაცვალებას გამოეხმაურა:
"ბარსელონა": "ყველაფრისათვის მადლობა, დიეგო".
"რეალი": "ის მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივრის ხატია, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში".
"ნაპოლი": "ყველა ჩვენს სიტყვებს ელოდება, მაგრამ რა სიტყვებით შეიძლება ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ახლა გლოვის დროა".
ნეაპოლის "სან პაოლოს" სტადიონს შეიძლება მარადონას სახელი ეწოდოს.
რომარიო (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემი მეგობარი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ვინც კი მოედანზე მინახავს, ის საუკეთესო იყო. არასოდეს
დამავიწყდება, როგორ ვხალისობდით ერთად. ის ჩემთვის მეტოქე არასოდეს იყო. მე ისე მექცეოდა, როგორც ძმას. ეს დიდი დანაკლისია".
გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ის დიდი უპირატესობით ჩემი თაობის საუკეთესო და შესაძლოა, ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი იყო. ბედნიერი, მაგრამ ბობოქარი ცხოვრების შემდეგ იმედია, ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს".
ლეო მესი (არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" კაპიტანი): "ეს ყველა არგენტინელისათვის და ფეხბურთისთვის სამწუხარო დღეა. ის წავიდა, მაგრამ დარჩა, რადგან მარადიულია".
რონალდო ("იუვენტუსის" თავდამსხმელი): "დღეს მეგობარს ვემშვიდობები, საფეხბურთო სამყარო კი - მარადიულ გენიოსს. განუმეორებელი სასწაულმოქმედი. ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ დატოვა უსაზღვრო მემკვიდრეობა და სიცარიელე, რომელსაც ვერავინ შეავსებს".
ანდრეა პირლო ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ფეხბურთის ღმერთმა დაგვტოვა. ყველაფრისათვის მადლობა, დიეგო".
რატომ მესი ვერ იგებს?... ჟილკა აკლია და იმიტომ. ჟილკა! მარადონას კი ჰქონდა, თან მაგარი....///
ერთი დღე მეტი, ერთით ნაკლები, აზრი რა არის თორემ კი? ერთ მშვენიერ დღეს, ყველა დავიხოცებით, და მეორეც, ზოგი სვავს, ზოგი ეწევა, ოგი ყნოსავს, ან იკეთებს, ზოგი ქალზე გიჟდება. ასე რომ, სანამ ვართ ვიკაიფოდ რა, სხვისი კაიფით, შენ გაკლდება რამე? შეირგე ეს ცხოვრება და იჯექი შენთვის. ნუ დემაგოგობ.. ნეტა სხვისი თვალით, შორიდან განახა შენი თავი, ლიტრიან ყანწს რომ მოიყუდებ, რა ჭკვაზე დადგები...